ვარლამ შალამოვი თავისი შესანიშნავი ნაშრომის პირველსავე გვერდებზე აღნიშნავს, რომ კანონიერი ქურდების თემაზე არაერთი წიგნი დაწერილა, მაგრამ რაღაც აუხსნელი მიზეზით ავტორები ამ „ბილწი, გულისამრევი“ სამყაროს რომანტიზებასა და ჰეროიზაციას ახდენდნენ. კანონიერი ქურდების ინსტიტუტმა, ქურდულმა „მასტმა“, განსაკუთრებით ნოყიერი ნიადაგი ჰპოვა საქართველოში და არნახული ზიანი მიაყენა ჩვენს ახალგაზრდობას, გაცილებით მეტი, ვიდრე კომკავშირმა. იგი ჭაობივით ითრევდა და ითრევს ჩვენს ნიჭიერ, „ძნელ“ ბავშვებს, რომელთაც, რომ არა ეს ყალბი სატყუარა, შესანიშნავი და შინაარსიანი ცხოვრება ელოდათ. შალამოვის ნაშრომი ერთადერთი მართალი, შემაძრწუნებლად მართალი წიგნია ამ სასტიკ, არაადამიანურ სამყაროზე. თვალთმაქცური ბლატარული გაერთიანება ვერ დაემალა მწერლის მახვილ თვალსა და ძლიერ ტალანტს, იგი მის სრულ ანატომირებას ახდენს. ამ თვალსაზრისით ვარლამ შალამოვის წიგნი უნიკალურია და მას ანალოგი არ მოეძებნება.
- ჟულიკური სისხლი
- ბლატარული სამყაროს ქალი
- ციხის „პაიკა“
- „სუკების“ ომი
- აპოლონი ბლატარებს შორის
- სერგეი ესენინი და ქურდული სამყარო
- როგორ „უშვებენ რომანებს“