ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ერისკაცი… – ასეთად იცნობდნენ მისი თანამედროვენი დიმიტრი უზნაძეს; ასე შევიდა მისი სახელი საქართველოს ისტორიაში.
დიმიტრი უზნაძემ, ამავდროულად, თავის მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო მსოფლიო ისტორიის შესწავლას და შექმნა ამ სფეროში პირველი ქართული სახელმძღვანელოები.
მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოცემული ამ წიგნების სულ ორიოდე დედანია შემორჩენილი, ისიც კერძო კოლექციებში. ამდენად, ეს არის ბიბლიოგრაფიული უნიკუმი, რომლის ისტორიული, სამეცნიერო და სასწავლო მნიშვნელობა კვლავაც განუზომლად დიდია. პალიტრა L-მა შეუნარჩუნა ამ წიგნებს როგორც ვიზუალური მხარე, ისე შინაარსობრივი, და გამოსცა, როგორც რარიტეტი, ანუ უიშვიათესი, ძველი, სამუზეუმო გამოცემა. დიმიტრი უზნაძის ძველი მსოფლიოს ისტორია – საუკუნის წინანდელი გამოცემის ზუსტი ასლი. გაეცანით დიდი მეცნიერის ნაშრომს რარიტეტულ, უანალოგო გამოცემაში.
- ყდა
- თავფურცელი
- გამომცემლობისგან
- ძველი აღმოსავლეთი
- I. ეგვიპტე
- 1. გეოგრაფიული მდებარეობა
- 2. სამეფოს დაარსება
- 3. ხასიათი და ზნე-ჩვეულება
- 4. სარწმუნოება
- 5. ხელოვნება
- 6. მწერლობა
- 7. საზოგადოება და მისი შემადგენლობა
- 8. მართვა-გამგეობა
- 9. შუა სამეფოს პერიოდი
- 10. ახალი სამეფო
- II. ასურეთი და ბაბილონი
- 1. გეოგრაფიული მდებარეობა
- 2. მოსახლეობა
- 3. ასურეთისა და ბაბილონის მოკლე ისტორია
- 4. ხასიათი, ზნე-ჩვეულება და მეურნეობა
- 5. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წესწყობილება
- 6. სარწმუნოება
- 7. ხელოვნების ნაშთები
- 8. მწერლობა
- III. ხეთები
- 1. გეოგრაფიული მდებარეობა და მოკლე ისტორია
- 2. ხეთების კულტურა
- IV. ფინიკია
- 1. მდებარეობა და მოსახლეობა
- 2. ზღვაოსნობა
- 3. ახალშენები
- 4. ფინიკიელთა ვაჭრობა და მრეწველობა
- 5. ფინიკიელთა შინაური ცხოვრება და მართვა-გამგეობა
- 6. ფინიკიელთა სარწმუნოება და კულტურა
- 7. ფინიკიელთა ისტორიული მნიშვნელობა
- V. არიელები
- 1. მათი ვინაობა და ბინადრობა
- VI. ძველი სპარსეთი
- 1. ირანის ვაკეგორა
- 2. სპარსეთის სამეფოს დაარსება და გაძლიერება
- 3. მართვა-გამგეობა დარიოსის დროს
- 4. სარწმუნოება
- 5. კულტურის ნაშთები
- VII. საბერძნეთი
- 1. აღმოსავლეთი და დასავლეთი
- 2. პირველყოფილი ევროპა
- 3. საბერძნეთის მიწა-წყალი
- 4. საბერძნეთის უძველესი ისტორია
- 5. საბერძნეთის საშუალო ისტორია
- 6. ბერძენთა საახალშენო მოძრაობა
- 7. ბერძენთა ეროვნული თვითშეგნება
- 8. საბერძნეთი VIII და VII საუკუნეებში
- 9. სპარტა
- 10. ათენი
- 11. ბერძენ-სპარსელთა ომები
- 12. პენტეკოტეტეს ისტორია (479-429)
- 13. პელოპონესის ომი
- 14. სპარტანელთა ჰეგემონიის ხანა
- 15. სპარტას მდგომარეობის გართულება
- 16. თებეს ჰეგემონია
- 17. მაკედონიის ბატონობის ხანა
- სქოლიო