რა არსებები არიან მუმინები, ტროლები, მუმრიკები და სნორკები? ვინ არიან სნუსმუმრიკი, სნიფი, უჩინარი ბავშვი და კაბიანი ჰემული?.. გადაფურცლავ ამ ფანტასტიკური თავგადასავლებითა და ემოციებით სავსე წიგნს და ნელ-ნელა თვალწინ ახალი სამყარო გადაგეშლება. ამ სამყაროს შემოქმედი კი ფინელი მწერალი ქალი ტუვე იანსონია, რომელიც შვედურად წერს და თვითონვეა მუმინების ბიბლიოთეკის ილუსტრატორიც. მისი კეთილი, მხიარული და ამავე დროს ნაღვლიანი ამბები მუმინების ხეობაში დაუვიწყარ მოგზაურობას გპირდება.
- გაზაფხულის სიმღერა
- საშინელი ამბავი
- ფილიფიონკა,კატასტროფებისა რომ ეშინოდა
- უკანასკნელი გველეშაპის ამბავი
- სიჩუმის მოყვარული ჰემული
- უჩინარი ბავშვის ამბავი
- ჰატიფნატების საიდუმლო
- სედრიკი
- ნაძვის ხე