სერიის – „ბიზნესის გენია“ – ამ ტომში მოთხრობილია კომპანია Google-ის დამფუძნებლის ლარი პეიჯის შესახებ. იგი ბავშვობიდან ელექტრონიკით იყო დაინტერესებული, სტუდენტობისას საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სხვადასხვა პროექტზე მუშაობდა, შემდეგ კი მეგობართან ერთად შექმნა საძიებო სისტემა Google-ი, რომელიც თავდაპირველად არაკომერციული პროექტი იყო, მაგრამ მალე მან მსოფლიო დაიპყრო, ლარი პეიჯი კი მილიარდერი გახდა. წარმატებისკენ მიმავალი გზა რთული იყო, კომპანია Google-ის ბევრი პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა ლარი პეიჯისათვის ეს საქმიანობის შეწყვეტის მიზეზი არ გამხდარა. „რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთებამდე საჭიროა, მარცხისადმი შიში დავძლიოთ“, – ამბობს იგი.
„გამომცემლობა პალიტრა L“ გთავაზობთ წიგნების სერიას – „ბიზნესის გენია“. სერიის თითოეულ წიგნში გაეცნობით მსოფლიოში ცნობილ საქმიან ადამიანებს, რომლებმაც ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გადატრიალება მოახდინეს... მათ შეცვალეს შეხედულებები, ტექნოლოგიები, დანერგეს ინოვაციური პროდუქტები. თუ რა გზა განვლეს და როგორ მიაღწიეს ტრიუმფს – ყველაფერს დაწვრილებით გაეცნობით ამ სერიის წიგნებში... შეიტყობთ მათი წარმატების საიდუმლოებას და, შესაძლოა, იგი თქვენი წარმატების საწინდარიც გახდეს.
- ყდა
- თავფურცელი
- ნუ იქნები ბოროტი!
- „ნოვატორი გიჟები“
- მოხალისე პროგრამისტი
- სერგეი ბრინის გაცნობა
- კომპანია Google
- ლიბერალი დირექტორები
- Google – სამოთხე დედამიწაზე
- Google-ის ათი პრინციპი
- Google-ის წარმატებული და წარუმატებელი პროექტები
- მუდმივი სწრაფვა წარმატებისკენ
- ლარი პეიჯის პირადი ცხოვრება
- Google-მდე არსებული საძიებო სისტემა
- უსაზღვრო შესაძლებლობები