კალათა

დეტალურად

სასიცოცხლო სივრცე (დიალოგები)

თამაზ ჭილაძე

გამომცემლობა ინტელექტი

პუბლიცისტიკა

„სასიცოცხლო სივრცე“ აერთიანებს სხვადასხვა დროს პერიოდულ გამოცემებში დაბეჭდილ საუბრებს თამაზ ჭილაძესთან. არ დარჩენილა ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის არც ერთი გარდამტეხი მოვლენა, რომლის შესახებაც ქართული მწერლობის ცოცხალ კლასიკოსს თავისი აზრი არ გამოეთქვას და შეეფასებინოს. ეს პირუთვნელი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის აწმყოსთან მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას უღვიძებს მკითხველსაც. დიალოგებში არის ფიქრიც, ეჭვიც, ძიებაც, განსჯაც და ანალიზიც. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ თემებთან ერთად, მწერლის ყურადღების ობიექტად რჩება კულტურა, სახელოვნებო სივრცე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.
  • „ბრეიგელის მთვარე“ ამერიკაში
  • ჩვენი სამშობლო... ღმერთო, როგორ მომნატრებია ეს სიტყვა!..
  • საქართველოში ანგელოზიც რომ იყო, ბოლოს მაინც პოლიტიკოსი გახდები
  • ღმერთმა თითქოს ყველაფერი წაგვართვა და მარტო პოლიტიკოსები დაგვიტოვა
  • ჯოჯოხეთიდან გამოვაღწიეთ
  • უცებ ვიგრძენი, რომ მეც პოლიტიკოსივით ავლაპარაკდი
  • ქედს ვიხრი
  • „ტიპოგრაფიული გალიიდან“ გათავისუფლებული «ნადირობის სეზონი»
  • ჩვენს სულიერებას ნიჰილიზმის ჭია შეაღოღდა
  • მწერალს არ უნდა უჭირდეს
  • თავისუფლება კულტურის ენით მეტყველებს!
  • ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ჭაობშია ჩაფლული!
  • მწერლობა სასიცოცხლო სივრცეა
  • აი ია
  • ცოცხალი ფერფლი
  • ჩემი უდაბნო
  • რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს
  • დაგვანებონ, შემაძრწუნებლად ვიყოთ ბედნიერნი
  • სინამდვილე – მარადიული სიახლე!
  • ყველაზე ძნელი ადამიანისთვის ადამიანობის შენარჩუნება ყოფილა
  • თავშესაფარი
  • რაც ნამდვილია, ისაა ეროვნული
  • არც ისე მახინჯები ვართ, როგორც დღეს გვეჩვენება
  • ვის აძლევს ხელს, მტრად წარმოგვიდგინოს ამერიკა...
  • ახლა დავთმოთ თავისუფლება?!
  • თავისუფლება მოდის შიშველი
  • მეგაფონიდან მიკროფონამდე
  • „დროის ქარტეხილი“ ჟურნალისტიკაში უნდა ირეკლებოდეს და არა მწერლობაში
  • ცხოვრების ნაცვლად პოლიტიკომანია შემოგვაჩეჩეს
  • როგორ შეიძლება ქართველმა ახალგაზრდამ წიგნი არ იყიდოს?!
  • კვლავ შევესწრები ხის აყვავებას!
  • ბუდიდან ამოვარდნილი სული
  • საერთო სიმარტოვეც არსებობს
  • ჩემი ცხოვრება განუმეორებელია ჩემთვის
  • მონოლოგი