კალათა

დეტალურად

დღეს იშვიათად ნახავთ ადამიანს, რომელსაც ერთხელ მაინც არ დაუცავს დიეტა – გასახდომად თუ ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით. თუმცა ყველაზე პოპულარული მაინც გასახდომი დიეტებია. მამაკაცებიც და განსაკუთრებით – ქალები, ყოველთვის ცდილობენ, კარგ ფორმაში იყვნენ, მიმზიდველი სხეული ჰქონდეთ. ამიტომაც ხშირად იცავენ ამა თუ იმ ცნობილ და გამოცდილ დიეტას. დიეტა ბერძნული სიტყვაა და კვების რეჟიმს ნიშნავს. ეს არის ადამიანის ან სხვა ცოცხალი ორგანიზმის მიერ საკვების მიღების წესების ერთობლიობა. დიეტებზე დღეს ყველა ლაპარაკობს, მათ განიხილავენ, ერთმანეთს აძლევენ რჩევებს, უზიარებენ გამოცდილებას... რთულია ამდენ ინფორმაციაში, ასეთ მრავალფეროვნებაში იპოვო ისეთი დიეტა, როგორიც პირადად შენ გამოგადგება, მოგიხდება და შეგეფერება. ჩვენ შევეცადეთ გაგიადვილოთ ცხოვრება და 20 ყველაზე ეფექტური, მოდური, გამოცდილი და შედარებით იოლად დასაცავი დიეტა შევარჩიეთ. ყურადღებით გაეცანით ამ დიეტების პლუსებსა და მინუსებს და თავად გადაწყვიტეთ, რომელია თქვენთვის შესაფერისი.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • * * *
  • 1. იაპონური დიეტა
  • 2. დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით
  • 3. კეფირის დიეტა
  • 4. წიწიბურის დიეტა
  • 5. ბრინჯის დიეტა
  • 6. ატკინსის დიეტა
  • 7. გერმანული დიეტა
  • 8. ჰოლივუდური დიეტა
  • 9. ფერადი დიეტა
  • 10. კომბოსტოს დიეტა
  • 11. შოკოლადის დიეტა
  • 12. ბანანის დიეტა
  • 13. ვაშლის დიეტა
  • 14. საზამთროს დიეტა
  • 15. მარწყვის დიეტა
  • 16. ლიმონისა და თაფლის დიეტა
  • 17. დიეტა „დიდი საუზმე“
  • 18. პალეოს დიეტა
  • 19. პომიდვრის დიეტა
  • 20. პერიოდული განტვირთვა