გვიანანტიკური ეპოქა (III-VI სს.), რომელსაც ეს წიგნი ეხება, ევროპის ფორმირების, ბნელი ხანის, ხალხთა დიდი გადასახლებისა და ბარბაროსთა შემოსევების სახელითაც არის ცნობილი. დასავლეთ რომის იმპერია დაეცა და მის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ სკანდინავიელი, ბალტიელი და შორეული აღმოსავლეთის სტეპების ხალხები. აღმოსავლეთ რომის იმპერია, ბიზანტია კვლავ პირველობდა ევროპულ სივრცეში, აღმოსავლეთში კი მას სასანური ირანი უწევდა მეტოქეობას. მათი დაპირისპირების ერთ-ერთი საკვანძო, გარდამტეხი წერტილი კავკასია იყო. ორი მძლავრი იმპერიის ინტერესებში მოექცა იბერიისა და ლაზიკის სამეფოები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ თავისუფლებისთვის. ამ პერიოდის გამორჩეული მოღვაწე იყო იბერიის მეფე ვახტანგ გორგასალი, რომლის ხანგრძლივი მეფობის ხანა განსაკუთრებით საინტერესოა სამხედრო ისტორიის თვალსაზრისით. ნაშრომში ქართული და უცხოური ისტორიული წყაროებისა და არქეოლოგიური მასალის მიხედვით, ვრცლად არის მიმოხილული გვიანანტიკური სამხედრო საქმის თავისებურებები ქართულ სამეფოებსა და მათ მეზობელ ქვეყნებში, ასევე ანტიკური ხანის კავკასიის ისტორიის ზოგიერთი დეტალი.
- კავკასია, ევროპა და ახლო აღმოსავლეთი ხალხთა დიდი გადასახლების პერიოდში
- იმპერიები და ბარბაროსები
- სასანური ირანი
- აღმოსავლეთ რომის იმპერია
- ალანები
- ჰუნები
- გოთები
- ბრძოლა კატალაუნის ველზე ახ. წ-ის 451 წ. 20 ივნისი
- თავდაცვითი არქიტექტურა გვიანანტიკურ ხანაში
- ფორტიფიკაციები და საალყო საქმე
- ქართლის სამეფო გვიანანტიკურ ხანაში
- ვახტანგ გორგასლის ეპოქის სამხედრო ისტორიის საკითხები
- რამდენიმე ცნობა ადრეფეოდალურ იბერიის სამეფოსა და ვახტანგ გორგასალზე
- ვახტანგ გორგასალი როგორც მეფე და მთავარსარდალი ლაზარ ფარპეცის მიხედვით
- ეგრისი V საუკუნეში
- ანტიკური ხანა
- ფლავიუს არიანეს Acies contrA AlAnos და რომაელთა სამხედრო ურთიერთობები იბერიელებთან და კოლხებთან ახ. წ-ის II საუკუნეში
- ბიბლიოგრაფია
- SUMMARY
- სქოლიო