კალათა

დეტალურად

წარმოიდგინეთ ლიტერატურული ჯოჯოხეთი... ... ადგილი, სადაც მწერლები ისევე იტანჯებიან, როგორც მათ წიგნები ტანჯავდნენ მკითხველებს; სადაც დიდი ძმის ტელევიზიას („BBC - BIg Brother`s Channel“) ორუელი განაგებს და შექსპირის სასტუმროს („ჰოტელო“) - იორიკის თავის ქალა; სადაც ეგზიუპერი ანონიმ თვითმკვლელთა კლუბის გამორჩეული წევრია; სადაც მთელი გარემო ლიტერატურული ატმოსფეროთია გაჟღენთილი და სადაც... ... თუმცა, ყველაფერს ანოტაციაში ვერ მოვყვები. სხვა დანარჩენისთვის არსებობს „ბესტსელერი“ - სატირულ-პაროდიულ-დეტექტიურ-თავსატეხ-ფენტეზ-ფანტაზ-დაკიდევრაცგამოგვრჩა ჟანრის რომანი ლიტერატურაზე, ლიტერატურულ კლიშეებზე, ცნობილ მწერლებზე, არანაკლებ ცნობილ პერსონაჟებზე, და ყველაფერ იმაზე, რაც წიგნებში სასიამოვნო ემოციებს გიშლით, ან უბრალოდ - ნერვებს. სხვა სიტყვებით, ეს არის წიგნი ადგილზე, რომელიც მწერლებისათვის ჯოჯოხეთია, მაგრამ მკითხველებისათვის ნამდვილი სამოთხე უნდა აღმოჩნდეს. და კიდევ უფრო სხვა სიტყვებით, ეს არის წიგნი, რომელიც თავს თუ არა, დროს ნამდვილად არ დაგაკარგვინებთ.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • „წინასიტყვაობის მაგიერ“-ის მაგიერ
  • * * *
  • I. პიარ-ნაბიჯი ანუ ჰოპლა ჯოჯოხეთში
  • II. ჯოჯოხეთური პოპულარობა
  • III. ლუსი და სხვ.
  • IV. სხვ. და ლუსი
  • V. შიფრი შიფრისა წილ
  • VI. სერიული მკვლელი
  • VII. კონანის კანონი
  • VIII. ეძიებდე და პო-ებდე
  • IX. ანონიმ თვითმკვლელთა კლუბი
  • X. ლიტერატურული ჯოჯოხეთის რუკა
  • XI. P. S: პოს(ტ)მოდერნიზმი
  • XII. კვანძის გახსნა
  • XIII. S = π r2
  • XIV. ბესტსელერი
  • ეპილოგი
  • სქოლიო