კალათა

დეტალურად

„რაინისპირა ამბები“ ეს არის ერთი ქალის, ერთი მწერლის, ერთი ადამიანის „ცხოვრება-ბროწეული“ – გარედან ატლასით დაფარული, „რათა ვერავინ მიხვდეს მის შიგნით მყოფ ათასს“, სანამ ის თვითონ არ „გადასკდება“ და მარცვლებად არ დაიფანტება. ნოველების პროტაგონისტი გვიყვება ბონის უნივერსიტეტში სასწავლებლად „ოცი წლის დაგვიანებით“ წასული ქართველი სტუდენტის ცხოვრებაზე, რომელიც სავსეა ახალი ემოციებით და შეგრძნებებით, ახალი ადამიანებით და თავგადასავლებით. ახალ სამყაროში მოხვედრის პირველივე დღეებიდან ის საკუთარი თავის „ჩხრეკას“ იწყებს კითხვით – „საერთოდ, ვინ ვარ?“; მეგობრებთან ერთად დაქირავებული ბინის მესამე სართულზე, შუშის ჭერზე მოთქლიშინე წვიმის შემხედვარეს დიდ, უცხო ქვეყანაში დაკარგვის ეშინია და დაყვედრებულ ლუკმასავით ადგას ყელზე ახლობლის ნათქვამი: „რაღადროს სტუდენტობაა“; ისეა დაბნეული, რომ აღარ იცის უკვე, „რომელ რეალობას გაუსწოროს თვალი“ – გერმანულს, ეთიოპიურს, ზოგადქართულს თუ პირადად თავისას, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გაფაციცებული სწავლობს, ახალშეძენილ მეგობარ კაროლთან საუბრობს, კამათობს – ამოწმებს თავის შეხედულებებს, მოგზაურობს, წერს, ხუმრობს, იმიტომ რომ ადამიანისთვის „მუდამ აუცილებელია მაგალითები იმის დასტურად, რომ სამყარო არ ჩერდება და იცვლება, და რადგან იცვლება, წინაც წავა, და ესე იგი, ყველაფერი კარგად იქნება“. (ინა არჩუაშვილი)
  • ციკლოპთა თვალები
  • ადამიანი მომავლიდან
  • სათვალე და სათვალეები
  • ვერნისაჟი და ობლის კვერი
  • რაღა დროს სტუდენტობაა?
  • გასაღები და გემები
  • ლაბირინთი
  • ნინო და ნინო და ჰომო მოგზაურუსები
  • ალაფ, ალაფ!
  • ჰერცოგინიას მორალი
  • ჭეშმარიტი რელიგია
  • სვენია
  • შეძლებ, თვალი გაუსწორო რეალობას?
  • ისპანახი ნიგვზით
  • მუხავ, მომე რკო...
  • წმინდანი ქურდის ამბავი
  • სიკვდილისა და დაბადების მეტი აღარც არაფერი ხდება
  • ელაპარაკე
  • კაფსულა
  • ტერეზა და ზიმონი
  • NOGOODBYE
  • არაქისის კარაქი
  • იცე, იცეე, ცეცე...
  • ელე მელე კისმეტი
  • პინარის მძივი
  • იესინი
  • აზერბაიჯანელი ბებო და ფრთები