საოცარი ბავშვები – სამი განუყრელი მეგობარი, სამი საუცხოო გონება. მათ ერთად ნებისმიერი კრიმინალური შემთხვევის გამოძიება შეუძლიათ. თითქმის დანის პირზე მოსიარულე მეგობრების საოცარი თავგადასავალი. ვინ არ დაფიქრებულა, როგორი იქნებოდა ბავშვობაში შერლოკ ჰოლმსი, ან ის ერთადერთი ქალი, რომელმაც სახელგანთქმულ მაძებარს სულის სიმშვიდე დაუკარგა?!. ან არსენ ლუპენი, ცნობილი „ჯენტლმენი ქურდი“, უცნაური ხასიათითა და ანალიტიკური აზროვნებით ასე რომ ხიბლავს მკითხველს?!. დიახ, ამ წიგნში ისინი ჯერ ბავშვები არიან! შერლოკ ჰოლმსი, არსენ ლუპენი და ირენ ადლერი ერთმანეთს პირველად 1870 წელს შეხვდნენ, საფრანგეთის კურორტ სენ-მალოში. იქ დასასვენებლად ჩავიდნენ, თუმცა სასტიკ დანაშაულთა მომსწრენი გახდნენ... მეგობრები სანაპიროზე უცნობი მამაკაცის ცხედარს იპოვიან; ქალაქში დასასვენებლად ჩამოსულ მდიდარ ქალბატონს ვიღაც ბრილიანტის უძვირფასეს ყელსაბამს მოჰპარავს; ღამღამობით კი სახლების სახურავებზე უცნაური აჩრდილი დაძრწის...
- რას ფიქრობს Liberkids ამ წიგნზე?
- ირენ ადლერის „შერლოკი, ლუპენი და მე“ – მსოფლიო გამოხმაურება
- თავი 1. სამი მეგობარი
- თავი 2. გაქცევის ხელოვნება
- თავი 3. ეშკროფტის სახლი
- თავი 4. თამაში იცი?
- თავი 5. დამხრჩვალი
- თავი 6. შიშის პლაჟი
- თავი 7. მოლაპარაკე კარადა
- თავი 8. უჩვეულო სტუმრობა
- თავი 9. უცხოელის საიდუმლოებები
- თავი 10. სასტუმრო „დე ლა პე“
- თავი 11. ღამეული ხმები
- თავი 12. პიკის ქალი
- თავი 13. სასტუმრო „არტისტი“
- თავი 14. უცნაური დღე
- თავი 15. შეტყობინება
- თავი 16. მისტერ თეოფრასტე
- თავი 17. ერთი ყველასათვის და ყველა – ერთისათვის
- თავი 18. ღამეული გასეირნება
- თავი 19. სიბნელის მიღმა
- თავი 20. „ჯენტლმენთა“ შეკრება
- თავი 21. აკრობატები მთვარიან ღამეში
- თავი 22. მეზიერის ქუჩა, ნომერი 6
- თავი 23. პარიზში
- თავი 24. მრავალსახელიანი კაცი
- თავი 25. სამი საუკეთესო მეგობარი
- თავი 26. უიღბლო საქმე
- თავი 27. უკანასკნელი საიდუმლო
- შერლოკი, ლუპენი და მე – ოპერის ბოლო აქტი (გადაფურცლეთ და წაიკითხეთ დასაწყისი)