წიგნი ეფუძნება ქართულ კანონმდებლობას, ევროსაბჭოს კონვენციას, ქართულ სასამართლო პრაქტიკას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას. მასში განხილულია არაერთი რეალური კაზუსი საქართველოს საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკიდან. ნაშრომში ხაზგასმულია გამოძიების და სასამართლოს მიერ ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისას დაშვებული ხარვეზები. ასევე, განხილულია საკანონმდებლო უზუსტობები და შემოთავაზებულია მათი აღმოფხვრის გზები.
ამდენად, აღნიშნული წიგნი პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს იმ ადამიანებს ვისი საქმიანობაც უკავშირდება კიბერდანაშაულის გამოძიებას, სამართალშეფარდებას, ცალკეული კიბერშემთხვევების ანალიზს. ასევე, დააინტერესებს იმ პირებს ვისთვისაც 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევა – კიბერდანაშაული მიმზიდველი თემაა.
- წინასიტყვაობა
- შესავალი
- I თავი. კიბერდანაშაულის ცნება და სამართლებრივი კვლევის ისტორია
- II თავი. კომპიუტერული დანაშაულის სამართლებრივი მოწესრიგება საქართველოში
- 1. ახალი საკანონმდებლო რეგულირების წინაპირობები
- 2. 284-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა
- 3. 285-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა
- 4. 286-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა
- 5. კიბერდანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა
- 6. კიბერდანაშაულის სუბიექტი
- 7. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები კიბერდანაშაულის ჩადენისთვის
- 8. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა კიბერდანაშაულის ჩადენისთვის
- III თავი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ასახული „კიბერდანაშაულის შესახებ» კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულები, რომლებიც დაკავშირებულია კომპიუტერის გამოყენებასთან
- 1. კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა
- 2 პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება
- 3. საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების ხელყოფა
- IV თავი. კიბერტერორიზმი
- V თავი. კიბერდანაშაულის სამართლებრივი რეგულირება მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში
- დასკვნა
- ბიბლიოგრაფია
- სქოლიო