კალათა

დეტალურად

„გამომცემლობა პალიტრა L“ ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება – ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა. ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ – პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და... რომელთაც შეცვალეს სამყარო! ეს არ არის მშრალი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრულად მოთხრობილი ამბებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ დიდ საფიქრალს ტოვებს. ვინ არიან ისინი? გენიოსი, მეამბოხე, მაძიებელი, მეცნიერი, დიქტატორი, იმპერატორი ან თუნდაც ავანტიურისტი!.. ადამიანები, შეპყრობილნი დიდი იდეით, ან პირადი მოსაზრებით. ან თუნდაც ის, ვინც უბრალოდ გენიოსი იყო. დიდი ადამიანების ვნებები და სურვილები, სისუსტეები და მისწრაფებები, დიდ საქმეს შეჭიდებულთა პირადი ცხოვრება და იქვე მათი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ჩვენ დიდი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.
  • თავი 1. იდუმალი ალექსანდრე
  • თავი 2. მაკედონია
  • თავი 3. ფილიპე
  • თავი 4. ბავშვობა
  • თავი 5. მასწავლებელი
  • თავი 7. პიროვნება
  • თავი 8. განხეთქილება
  • თავი 9. დაბრუნება
  • თავი 10. ბალკანეთი
  • თავი 11. „ალექსანდრე რომ არ ვიყო, დიოგენობას ვისურვებდი!“
  • თავი 12. მცირე აზია
  • თავი 13. გრანიკოსთან
  • თავი 14. ჰალიკარნასი
  • თავი 15. სპარსეთი
  • თავი 16. ისოსთან
  • თავი 17. სირია, ფინიკია, პალესტინა
  • თავი 18. დარიოსის უსტარი
  • თავი 19. აბდალმონე – კაცი საკვირველი
  • თავი 20. „...პარმენიონი რომ ვიყო...“
  • თავი 21. პალესტინა
  • თავი 22. ეგვიპტე
  • თავი 23. მესოპოტამია
  • თავი 24. გავგამელა
  • თავი 25. დიდი ომი
  • თავი 26. ირანი
  • თავი 27. აზიის გულში
  • თავი 28. შეთქმულება
  • თავი 29. როქსანა
  • თავი 30. კალისთენე
  • თავი 31. ინდოეთში
  • თავი 32. ასაკენები
  • თავი 33. „უფრინველო“
  • თავი 34. ჰიდასპთან
  • თავი 35. პოროსი
  • თავი 36. ალექსანდრე მაკედონელის შეხვედრა ინდოელ ბრძენთან
  • თავი 37. მაკედონიური და ელინური სამეფოების არმია
  • თავი 38. მიჯნა
  • თავი 39. დაბრუნება
  • თავი 40. წინასწარმეტყველება
  • თავი 41. ჯანყი
  • თავი 42. გარდაცვალება
  • თავი 43. ალექსანდრე მაკედონელის სამი სურვილი
  • თავი 44. „ახალი ალექსანდრეს“ მოლოდინში...
  • თავი 45. პტოლემეოსი
  • თავი 46. სამეფო ოჯახის ამოწყვეტა
  • თავი 47. ალექსანდრეს მემატიანენი
  • თავი 48. ალექსანდრე მაკედონელი საქართველოში
  • ალექსანდრე მაკედონელის გამონათქვამები