კალათა

დეტალურად

წიგნში წარმოდგენილია უმნიშვნელოვანესი ნაწილი ქართული ხალხური დღეობა-დღესასწაულებისა და წეს-ჩვეულებებისა, რომლებიც ოდითგან ეწყობოდა ჩვენს ქვეყანაში. ქართველი ერის წარსული წარმოუდგენელია ამ მშვენიერი რიტუალების გარეშე. მათი გაცნობით გასაგები ხდება, რით სულდგმულობდა ხალხი, როგორ ცხოვრობდა და ერთობოდა. ამ დღესასწაულებში უმეტესად ბავშვები და ახალგაზრდები მონაწილეობდნენ და ამიტომ ეს ძველი ქართული ყოფის სურათები საინტერესოა ჩვენი მომავალი თაობისათვის. ეს დღეობები და დღესასწაულები ჩვენი თვითმყოფადი კულტურის საფუძველია. მათი ნაწილი ქრისტიანული დღესასწაულების თანამდევია: ალილო შობის მისალოცი ჩვეულებაა, ჭონა - აღდგომისა, ლამპრობა - მირქმისა, სხვებიც ღვთისადმი ლოცვა-ვედრებითაა გაჯერებული. აქ წარმოდგენილი რიტუალები, ხალხური ლექსები და წეს-ჩვეულებები ერის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავარი შემადგენელი ნაწილია, რომლის დაცვის კონვენცია იუნესკომ მიიღო და მისი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით ითვალისწინებს ამ მემკვიდრეობის დაცვას, კვლევას, შენახვას, აღორძინებას და პოპულარიზაციას. ეს კრებული გააცნობს ჩვენს ბავშვებს ძველი ქართული ყოფის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს - იმ დღეობა-დღესასწაულებსა და წეს-ჩვეულებებს, რომლებიც უფრო მეტად ალამაზებდნენ და ამრავალფეროვნებდნენ ჩვენი წინაპრების ცხოვრებას. ისინი იმდენად მიმზიდველი წარმოდგენებით ეწყობოდა, რომ მათი დავიწყება არ შეიძლება. პირიქით, უნდა შევისწავლოთ, აღვადგინოთ და გამოვიყენოთ ჩვენი პატარების აღზრდაში.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ძველი ქართული ყოფის სურათები
  • ალილო
  • ახალი წელი
  • აგუნა
  • ბოსლობა
  • ლამპრობა
  • ჩიტიფაფობა
  • ძეობა. მზე შინა და მზე გარეთა
  • ბერიკაობა
  • მურყვამობა (კოშკობა)
  • ყეენობა
  • ჭიაკოკონობა
  • ჭონა
  • ყვავილთა დღესასწაული
  • ნადი
  • გონჯაობა-ლაზარობა
  • შუამთობა
  • რთველი
  • კეთილი ბატონები
  • ოჩხარი
  • ლექსიკონი
  • გამოყენებული ლიტერატურა