კალათა

დეტალურად

შილერის ბალადები ამ ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენენ მსოფლიო პოეზიის მასშტაბით. მათ დამახასიათებელი დრამატიზმი, დინამიური თხრობა, გმირთა ფსიქოლოგიური დახასიათების ოსტატობა და ბოლოს - მორალური იდეების ქადაგება. შილერი დიდი სიყვარულით მუშაობდა თავის ბალადებზე, ხანგრძლივად და გულმოდგინედ ამუშავებდა ყველა სტრიქონს, დიდ ანგარიშს უწევდა თავისი ღრმად განათლებული მეგობრების - გოეთეს, კერნერის და ჰუმბოლდტის აზრებს და რჩევას. შილერმა ბალადის ჟანრში ერთი საყურადღებო სიახლეც შემოიტანა: მან პირველმა გამოიყენა ანტიკური სიუჟეტები („პოლიკრატეს ბეჭედი“, „იბიკოსის წეროები“, „ჰერო და ლეანდრე“ და სხვ.), რომელთაც ერთგვარი სიცოცხლე მიანიჭა, რადგან თანამედროვე ადამიანისათვის საყურადღებო აზრებს და განცდებს დაუმორჩილა ისინი. თუ შილერის ბალადებს მისსავე ლირიკულ ლექსებს შევადარებთ, აუცილებლად შევნიშნავთ ერთ მნიშვნელოვან განსხვავებას: პირველის - სიმსუბუქეს და გამჭვირვალობას, მეორის - ერთგვარ სიმძიმეს და ბუნდოვანობას. შილერმა შემოიტანა გერმანულ პოეზიაში ფილოსოფიური ლირიკის ჟანრი. ზოგიერთი მისი ლექსი უფრო ფილოსოფიური ნაწარმოებია, ვიდრე მხატვრული, უფრო გონების ნაყოფია, ვიდრე გრძნობის. ასეთ ლექსებში მსჯელობანი სჭარბობენ პოეზიის მხატვრულ საშუალებებს. ამას ვერ ვიტყვით ბალადების შესახებ. აქ უკვე სიცოცხლის ძარღვი სცემს, ამბავი ადამიანურ განცდებს ემორჩილება და ამიტომ თხრობაც ბუნებრივად მიმდინარეობს.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • შებურვილი კერპი საისში
  • ცერერას ჩივილი
  • თასი
  • ხელთათმანი
  • პოლიკრატეს ბეჭედი
  • ნადოვესური სამგლოვიარო სიმღერა
  • რაინდი ტოგენბურგი
  • იბიკოსის წეროები
  • ბრძოლა გველეშაპთან
  • მძევალი
  • ჰერო და ლეანდრე
  • კასანდრა
  • გრაფი ჰაფსბურგი
  • ალპელი მონადირე
  • გასეირნება
  • შილერის ლირიკა
  • სქოლიო