ლაშა ბუღაძის ახალი კრებული 2010-2015 წლებში დაწერილ ათ მოთხრობას აერთიანებს. მათგან რამდენიმე უკვე დაიბეჭდა ქართულ და ევროპულ გამოცემებში: „მგლის ცოდვა“ შესულია კრებულში – Best Europian Fiction 2013 და გარდა ამისა, 2013 წლის „15 საუკეთესო მოთხრობის“ პირველი ადგილის მფლობელიცაა. მოთხრობები „სიმღერა თბილისზე“ და „სამნი ქალაქში“ დაიწერა ბელგიური გამომცემლობა deBuren-ის პროექტისთვის – citybooks. „სამნი ქალაქში“ 2014 წლის „15 საუკეთესო მოთხრობის“ გამარჯვებულია.
- Freudland
- დედა ჩვენს მკვლელობას თამაშობს
- კორექტურა
- ერთზე მეტი, ორზე ნაკლები
- მგლის ცოდვა
- სიმღერა თბილისზე
- სამნი ქალაქში
- ბეთჰოვენის ხელკავი
- სტატისტი
- თხოვნა