კალათა

დეტალურად

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის ყოველკვირეული გამოცემა – გაზეთი „ქართული უნივერსიტეტი“ 2009-2010 წლებში პერიოდულად აქვეყნებდა საუბრებს ქართული გამომცემლობების ხელმძღვანელებთან. საგაზეთო ინტერვიუებს უძღვებოდა ნინო დეკანოსიძე. დაგროვდა საინტერესო მასალა, რომელსაც კრებულის სახით გთავაზობთ. „ქართული საგამომცემლო მოზაიკა“ გვამცნობს დამოუკიდებელი საქართველოს საგამომცემლო სივრცეს – განსხვავებული ხედვისა და თემატური მიმართულების მრავალფეროვან სამყაროს. რა პრობლემები არსებობს ქართულ საგამომცემლო ინდუსტრიაში, როგორ ვითარდებოდა, რა სიძნელეებსა და წინააღმდეგობებს გაუძლო, შეძლო თუ არა საკუთარი თავის წარმოჩენა, რა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და რა სამომავლო გეგმები აქვთ – ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელზეც 50-ზე მეტი გამომცემელი საუბრობს ამ წიგნში.
  • მასალები ისტორიისათვის - კახმეგ კუდავა
  • გამომცემლობა „აგორა“ - ვფიქრობთ, რა უფრო მისაღები და საინტერესო იქნება ქართველი მკითხველისთვის
  • გამომცემლობა „აზრი“ - კარგი ავტორებისა და კარგი წიგნების ძიებაში
  • გამომცემლობა „ალიანსი“ - სამეცნიერო ფანტასტიკის ახალი ტალღა და მომავლის ადამიანები
  • გამომცემლობა „ანბანი“ - მკითხველი უნდა მივიდეს ავტორამდე და არა ავტორი – მკითხველამდე
  • გამომცემლობა „არტანუჯი“ - ისტორიული მასალა ძირითად პროფილად, მთავარ პრიორიტეტად მიგვაჩნია
  • გამომცემლობა „ბაკმი“ - ვცდილობთ, გამოვცეთ ისეთი ლიტერატურა, რომელიც არ დაამახინჯებს ბავშვის სულს
  • „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ - იუბილარი გამომცემლობა მკითხველს დასამახსოვრებელ წელს ჰპირდება
  • გამომცემლობა „გორგა“ - გამომცემელი ეროვნული საგანძურის მომავალი თაობისათვის გადაცემაზე უნდა ზრუნავდეს
  • სტუდია „დალენი“ - ვისაც უყვარს საკუთარი ქვეყანა და ისტორია
  • გამომცემლობა „დედაენა“ - მზე, რომლის გარშემოც გამომცემლობა ტრიალებს, არის იაკობ გოგებაშვილი და მისი „დედაენა“
  • გამომცემლობა „დილა“ – „დილას“ ისტორია საუკუნეზე მეტი ხნის წინ იწყება
  • გამომცემლობა „დიოგენე“ - სამწუხაროდ, წიგნის მკითხველი იმდენი არაა, რამდენიც ტელემაყურებელი
  • გამომცემლობა „ეთნოპოლიტიკა“ - თემები, რომლებიც ნებისმიერი მკითხველისთვის საინტერესოა
  • გამომცემლობა „ელფი“ - საზრდო, რომლის საშუალებითაც ადამიანი პიროვნება ხდება
  • გამომცემლობა „VOL Pablishing“ ჟურნალი „Junior“ – „აქტუალურია“! „ევრიკა“! „100 პროცენტი მეცნიერება“!
  • გამომცემლობა „ზებრა“ - შავ-თეთრად შეფერილი ზებრა პატარებში სასიამოვნო განცდას იწვევს
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა - ჩვენს გამომცემლობასაც აქვს კონკრეტული ორიენტაცია – სასწავლო და საგანმანათლებლო ლიტერატურა
  • გამომცემლობა „იბისი“ - ვერ წარმომიდგენია თუნდაც ერთი დღე თარგმანის გარეშე
  • საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ - ჩვენი ლიტერატურა გამოირჩევა არა მხოლოდ ტექნიკური და პოლიგრაფიული დონით, არამედ შინაარსობრივადაც
  • გამომცემლობა „ინტელექტი“ - ნობელის პრემიის ლაურეატები და სხვა სერიები „ინტელექტისგან“
  • გამომცემლობა „კავკასიური სახლი“ - სწორედ იმ საფუძველს ქმნის, რაზეც შეიძლება მშვიდობა დამყარდეს
  • გამომცემლობა „ლამპარი“ - დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სახელმძღვანელოები „ლამპარისგან“
  • გამომცემლობა „ლიტერატურის მატიანე“ - ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი მკითხველს უნიკალურ საარქივო გამოცემებს სთავაზობს
  • გამომცემლობა „ლოგოსი“ - პროგრამა „ლოგოსი“ მკითხველს კონკრეტული დარგის მრავალფეროვან გამოცემებს სთავაზობს
  • გამომცემლობა „ლოგოს პრესი“ - როდესაც წიგნი ნივთადაც აღიქმება და ლამაზია, საკითხავადაც სასიამოვნო ხდება
  • გამომცემლობა „ნაკადული“ - რა ღვაწლი მიუძღვის „ნაკადულს“ ახალგაზრდობის ლიტერატურულ და ესთეტიკურ აღზრდაში
  • გამომცემლობა „ნეკერი“ - გამომცემლობის რეკლამირებას, შეიძლება ითქვას, არ ვეწევით
  • გამომცემლობა „ნექტარი“ - გალღვი და გადაადნობ!
  • „პალიტრა L“ - ვცდილობთ, ჩვენი წიგნის ფასი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი იყოს
  • გამომცემლობა „პეგასი“ - დიდი სურვილი მაქვს, მომავალმა თაობამ სწორედ სიყვარულის გზა აირჩიოს
  • „პირველი ელექტრონული გამომცემლობა“ - საავტორო ჩანაწერში ავტორის პირადი, დაკრისტალებული ემოცია მოდის
  • გამომცემლობა „საარი“ - ეს გზა ყოველთვის იხსნება ხოლმე...
  • „სანდროს წიგნები“ - ყველა ჩემი წიგნი საკუთარ თავთან თამაშია
  • გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“ - ჩვენი მახასიათებელი ნიშანი ეროვნული მაღალმხატვრული ლიტერატურული გამოცემებია
  • გამომცემლობა „სიახლე“ - ახალი ურთიეთობები ახალ ცნებებს წარმოქმნის
  • გამომცემლობა „სიესტა“ - ქართველმა ქართულად ნათარგმნი ლიტერატურა უნდა იკითხოს
  • გამომცემლობა „სწავლანი“ - ჩვენ შეგვიძლია ახალგაზრდას ვასწავლოთ, როგორ იკითხოს
  • Taschen-ის დაარსების ისტორია ერთი შეხედვით საკმაოდ ბანალურია
  • „ფონდი ტასო“ – „ფონდ ტასოს“ „ქალთა მეხსიერება“
  • გამომცემლობა „ტრიასი“ - ჯანსაღი კონკურენცია ბაზარზე საბოლოოდ ხარისხიან პროდუქციას ქმნის
  • გამომცემლობა „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“ - დაარსების პირველივე დღიდან ვზრუნავთ ხარისხზე
  • ქართული ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია - ქართული ენციკლოპედიის მთავარ რედაქციას პროფილი არ შეუცვლია და მკითხველს კვლავ მნიშვნელოვან ენციკლოპედიურ გამოცემებს სთავაზობს
  • „ქარჩხაძის გამომცემლობა“ - საუკეთესო მწერალი ბავშვის „ტყავშია“ შემძვრალი
  • გამომცემლობა „ყვითელი ფურცლები“ - მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია
  • გამომცემლობა „შემეცნება“ - რათა ეროვნული ლიტერატურის სულიერება არ დაკარგულიყო
  • გამომცემლობა „ცისარტყელა“ - წიგნმა დღეს ფუნქცია დაკარგა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ავტორმა
  • გამომცემლობა „ცის ნამი“ - ჩვენი მიმართულება საგანმანათლებლოა
  • გამომცემლობა „წიგნები ვაკეში“ - სადაც შენს ინტერესებს ითვალისწინებენ, იქ აუცილებლად დაბრუნდები
  • საზოგადოება „წიგნის სახლი“ - წიგნიერება, თავისი არსით, შეუცვლელი და ამოუწურავი ცნებაა
  • „ჯანსუღ ღვინჯილიას გამომცემლობა“