საიტ ფაიკ აბასიანიკი (1906–1954) თურქეთის სახელგანთქმული პოეტი და მოთხრობების მწერალია. ლიტერატურული მოღვაწეობა ლექსებით დაიწყო, მაგრამ აღიარება მოთხრობებმა მოუტანა, სადაც აღწერილი აქვს სტამბულის უბრალო ხალხის ცხოვრება. მან ახალი სიცოცხლე შთაბერა მოთხრობებს თავისი მკაცრი, თუმცა ძლიერ ჰუმანური სტილით. მისი მოთხრობების კრებული „უსარგებლო კაცი“ ამის დასტურია. ამ კრებულში გაერთიანებული თოთხმეტივე მოთხრობის გმირების ისტორია ძალიან გულში ჩამწვდომია. მათი მარტოობა, თავისუფლებისადმი სწრაფვა, სიყვარულისა და სიკვდილის შიში გულგრილს ვერ დატოვებს მკითხველს.
- უსარგებლო კაცი
- რა უნდა ვქნა?
- კაცი ლუდხანიდან
- ოქროს გული
- თოკის ამბავი
- იების ხეობა
- ჩვენი სოფელი მეთევზეების სოფელია
- ჩუმჩუმელა, თუთიყუში, შავი პილპილი
- მას რომ ფეხები ჰქონოდა
- აითენი
- მღვდელი ალექსანდროსი
- მაწანწალას ამბავი
- პავილიონი სასაფლაოზე
- კაცი ცხოველის ღიმილით