კალათა

დეტალურად

არაბულის მასწავლებელი

გიორგი ლობჟანიძე

გამომცემლობა საუნჯე

პოეზია

პოეტისა და მთარგმნელის, გიორგი ლობჟანიძის ახალი წიგნი „არაბულის მასწავლებელი“ აერთიანებს იმ ახალ ლექსებს, რომლებიც ბოლო 8-9 წლის მანძილზე დაიწერა. ავტორი, მიუხედავად მაძიებელი ბუნებისა, არ მიმართავს მკვეთრ ექსპერიმენტებს და არ ღალატობს თავისი შემოქმედების ძირითად მიმართულებებს. თავისი დამოკიდებულებები ცხოვრების, მისი სისასტიკის და დაუნდობლობის თუ მშვენიერებისა და სიკეთის მიმართ, გამოხატული ხან სევდიანი, ხან ირონიულ-პაროდიული ხასიათით, მდიდარი ლექსიკა, ღრმა პოეტური აზროვნება და ინტელექტუალური გამოცდილება, ყველაფერი ერთად ქმნის მის ერთი შეხედვით სადა, მაგრამ საკმაოდ ღრმა და მრავალშრიან პლასტების მქონე პოეზიას, ყოველგვარი პათეტიკისაგან გათავისუფლებულ თანამედროვე პოეზიას, რომელსაც აქვს უნარი მოხიბლოს, აიყოლიოს და თანაგანცდით განაწყოს მკითხველი, რადგან აქ, ამ ლექსებში მკითხველის დღევანდელობა სუნთქავს, ასე ნაცნობი, ასე მტკივნეული, ასე დაუძლეველი...
  • ყდა
  • თავფურცელი
  • გაცნობა
  • შაქარყინული
  • ბედნიერების ცრურწმენათა საპირისპიროდ
  • * * * (გამოვიგონოთ სიყვარული)
  • ლოტოსის ზანზალაკი
  • სოჰრაბ სეფეჰრის – სხვა სამყაროში
  • დიდების ზღაპარი
  • მეგობრის სახლი
  • წვიმა. სახლი. ნატვრის ხეები.
  • პენელოპეს დაბრუნება
  • მდორე წყალი
  • თოვლის მამა
  • სიყვარული – ქუდბედიანი
  • * * * (რადგან პოეტებს არასოდეს არა აქვთ სახლი)
  • მედუზა. შროშნის თაიგული
  • სუკის ამხანაგი
  • შაჰიდები
  • სათამაშო
  • ჩანაცვლება
  • ცალმხრივ გათიშული
  • გული – თურინჯი
  • ლურსმნის ნაჭდევი
  • * * * (ჰაერს ვეხები)
  • * * * (ხანდახან ვფიქრობ)
  • ირინეს
  • წმინდანოფობია
  • უცხოპლანეტელი
  • «ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში...»
  • * * * (მარტოა ჩემი მეგობარი მღვდელი, უფალო)
  • კვრინჩხი
  • * * * (აი, გავიარეთ)
  • * * * (დიდი ხანია განიავდა კალოზე ბრელო)
  • ვირი
  • ბოშა ბიჭები
  • სახალისო მათემატიკა
  • ყინული, რომელსაც სიზმარს მოუყვები
  • სამარადისო ნეტარება
  • მესამე ზედმეტს
  • ინვერსია
  • მეტამორფოზა
  • დრო – საფრთხობელა
  • ივანობა ღამეს
  • * * * (ისე ვიღლები)
  • მეგობარი ვარსკვლავი
  • სინამდვილე – თოვლის ნაფლეთი
  • არ დავიხრჩობი
  • მხოლოდ თითები...
  • * * * (ქალაქი, სადაც ყველამ ყველაფერი იცის)
  • ყუთი
  • * * * (ყველა ზეიმი იტყუება)
  • * * * (შენ მე მომკალი გუშინ)
  • ამოყირავება
  • კუების ქალაქი
  • მრავალ კოხინჯრობას!
  • არაბულის მასწავლებელი
  • ანონიმი ბერძენი ავტორი
  • მეტი არაფერი...
  • დაბრუნება
  • სქოლიო