კალათა

დეტალურად

წუხელის მოვრჩი ღმერთგახდილი და გულ(გ)ახდილი პოეტის კატო ჯავახიშვილის ახალი წიგნის ხელნაწერის კითხვას, რაც მთელი კვირის უძილობად დამიჯდა! არადა, წიგნს „იავნანა“ გვიქვია, „იავნანა კაცებისთვის“. იავნანა იმად მოიგონეს, რომ ძილი მოჰგვაროს ადამიანს, თუნდაც კაცს, კატოს იავნანა კი აღვიძებს, აფხიზლებს და ძილს უფრთხობს მკითხველს, მეტადრე – მამაკაცს, უფრო მეტადრე – თავმოყვარეს, კიდევ უფრო მეტადრე – პოეტს. მე, როგორც ავტორის მიერ ამ წიგნის რედაქტორად გამორჩეულმა (ერთ-ერთმა) პირველმა მკითხველმა, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა: ეს წიგნი ყველა თავმოყვარე მამაკაცმა პოეტმა უნდა წაიკითხოს. არათავმოყვარემ და არაპოეტმა – მითუმეტეს. არც ქალებს აწყენთ, სხვათა შორის. ბავშვები? ბავშვები არა, ბავშვებისთვის ჯერ ადრეა. ქატო იქა, კატო აქა. (პაატა ნაცვლიშვილი)
  • ამბები
    • შემთხვევა
    • მოყოლილი თავის ამბავი
    • ზედმეტად პირადული ამბავი
    • „სიგუა“-ს ამბავი
    • მუნდშტუკის ამბავი
    • ომის ამბავი
  • მინდვრები
    • მკვლელები
    • საღამოსპირი
    • ნახევარი
    • როცა პეპლები მრავლდებიან
    • ჟურნალისტის გაკვეთილები
    • თეთრი მიწა
    • ფრანი
    • ჯვარედინი
    • მეხსიერება
    • დაბრუნება
    • პოვნა
    • მინდვრები
    • ხე
    • თვალთვალი
    • დილისპირული ორისთვის
    • შვილები
    • მერცხალი
    • ყანა
    • ერთი ცალი ადამიანი
    • მომავალი
    • სხვისი ნაძვის ხე
  • პროცენტები
  • იავნანა
    • მეზობელი
    • გუშაგი
    • კისრის გარეშე
    • მეგობარი
    • ბანანი
    • ისინი
    • გოგო
    • მიტოვებულთათვის
    • საცვალი
    • იავნანა კაცებისთვის
  • შიმშილი
    • E m p i r i a
    • საჩუქარი
    • წასვლა
    • როიალი
    • გასაფერადებელი
    • ეს იოლია
    • კაცი
    • * * * (ვითომც არაფერი...)
    • შიმშილი
    • ბუშტები
    • ნაქურდალი
    • ჩირი
    • მკითხველს
    • ნება
    • (მიძღვნა. არავის)
    • ნანას
    • სირცხვილი
    • ორმო
    • პატრონდაკარგულთათვის
    • სარდაფი
  • მე და ადამიანები