თანამედროვე იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის სამნაწილიანი რომანი „1Q84“ 2009-2010 წლებში გამოვიდა იაპონურ ენაზე და მაშინვე მსოფლიო სენსაციად იქცა: სასიყვარულო თავგადასავლის, მისტიკის, ფენტეზის უცნაური ნაზავი, ასევე უცნაურად დაკავშირებული ჯორჯ ორუელის „1984“-თან, გამოსვლიდან ერთ თვეში მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ქალაქი ტოკიო, 1984 წელი... ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები, ახალგაზრდა მწერალი-რედაქტორი ტენგო კავანა და სპორტული ინსტრუქტორი აომამე, 1984-დან 1Q84-ში მოხვდებიან – დროში, სადაც ორუელისეული „დიდი ძმა“ ყოველთვის ახერხებს თვალთვალს და თავისი „გრძელი ხელებით“ ყველგან სწვდება... როგორ განვითარდება მოვლენები, შეძლებენ თუ არა პერსონაჟები შიშითა და ხიფათით სავსე სამყაროდან თავის დაღწევას, ამას მკითხველი ტრილოგიის ბოლოს შეიტყობს.
- თავი 1. უშიკავა. ქვეცნობიერის მიღმა
- თავი 2. აომამე. მარტოხელა, მაგრამ არა მარტოსული
- თავი 3. ტენგო. ყველა ამ მხეცს ევროპულად აცვია
- თავი 4. უშიკავა. ოკამას სამართებელი
- თავი 5. აომამე. როგორც უნდა დაიმალო
- თავი 6. ტენგო. თითები მექავება – ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?
- თავი 7. უშიკავა. ორიოდე ნაბიჯზე თქვენგან
- თავი 8. აომამე. მართლაც მშვენიერი კარია
- თავი 9. ტენგო. სანამ გასასვლელი არ ჩაკეტილა
- თავი 10. უშიკავა. სოლიდურ მტკიცებულებათა შეგროვება
- თავი 11. აომამე. არც ლოგიკა და არც სიკეთე
- თავი 12. ტენგო. სამყაროს კანონები ლღვება
- თავი 13. უშიკავა. აი, თურმე როგორ იწყებენ ნულიდან
- თავი 14. აომამე. ჩემი სისხლისმიერი
- თავი 15. ტენგო. ის, რაზეც ლაპარაკი აკრძალულია
- თავი 16. უშიკავა. მანქანა ჭკვიანია, გამძლე და გულგრილი
- თავი 17. აომამე. სამწუხაროდ, კეფაზე თვალები არ გვაქვს
- თავი 18. ტენგო. იქ, სადაც ჩხვლეტის შემდეგ სისხლი წითელია
- თავი 19. უშიკავა. ის, რაც სხვას არავის შეუძლია
- თავი 20. აომამე. ჩემი გარდასახვის ახალი ციკლი
- თავი 21. ტენგო. სადღაც, ტვინის ხვეულებში
- თავი 22. უშიკავა. ამ თვალებს თითქოს ეცოდებოდათ
- თავი 23. აომამე. იქ ნამდვილად არის სინათლე
- თავი 24. ტენგო. შორს კატების ქალაქიდან
- თავი 25. უშიკავა. ცივა თუ არ ცივა, ღმერთი აქ არის
- თავი 26. აომამე. რა რომანტიკულია
- თავი 27. ტენგო. მხოლოდ ეს ერთი სამყარო საკმარისი არ არის
- თავი 28. უშიკავა. მისი სულის ნაწილი
- თავი 29. აომამე. ჩვენი ხელები აღარ დაშორდება ერთმანეთს
- თავი 30. ტენგო. თუ, რა თქმა უნდა, არ შევცდი
- თავი 31. ტენგო და აომამე. ბარდის მარცვალი