თანამედროვე იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის სამნაწილიანი რომანი „1Q84“ 2009-2010 წლებში გამოვიდა იაპონურ ენაზე და მაშინვე მსოფლიო სენსაციად იქცა: სასიყვარულო თავგადასავლის, მისტიკის, ფენტეზის უცნაური ნაზავი, ასევე უცნაურად დაკავშირებული ჯორჯ ორუელის „1984“-თან, გამოსვლიდან ერთ თვეში მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ქალაქი ტოკიო, 1984 წელი... ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები, ახალგაზრდა მწერალი-რედაქტორი ტენგო კავანა და სპორტული ინსტრუქტორი აომამე, 1984-დან 1Q84-ში მოხვდებიან – დროში, სადაც ორუელისეული „დიდი ძმა“ ყოველთვის ახერხებს თვალთვალს და თავისი „გრძელი ხელებით“ ყველგან სწვდება... როგორ განვითარდება მოვლენები, შეძლებენ თუ არა პერსონაჟები შიშითა და ხიფათით სავსე სამყაროდან თავის დაღწევას, ამას მკითხველი ტრილოგიის ბოლოს შეიტყობს.
- თავი 1. აომამე. ნუ ენდობი საკუთარ თვალებს
- თავი 2. ტენგო. ოდნავ განსხვავებული იდეა
- თავი 3. აომამე. რაღაც ისე ვერ არის
- თავი 4. ტენგო. როგორც გინდა, ისე მოიქეცი
- თავი 5. აომამე. საქმე, რომელიც ჩვევასა და ვარჯიშს მოითხოვს
- თავი 6. ტენგო. შორს ვართ წასასვლელი?
- თავი 7. აომამე. რაც შეიძლება ჩუმად – არ გაიღვიძოს პეპელამ
- თავი 8. ტენგო. კაცმა არ იცის, საით და ვისთან
- თავი 9. აომამე. ახალი პეიზაჟი – ახალი წესები
- თავი 10. ტენგო. ნამდვილი რევოლუცია ნამდვილი სისხლით
- თავი 11. აომამე. სხეული – სულის ტაძარი
- თავი 12. ტენგო. მოვედინ სუფევა შენი
- თავი 13. აომამე. დაბადებითვე მსხვერპლი
- თავი 14. ტენგო. ის, რაც არავის არასდროს უნახავს
- თავი 15. აომამე. ღუზა აეროსტატისთვის
- თავი 16. ტენგო. მიხარია, რომ მოგეწონა
- თავი 17. აომამე. ბედნიერები ვიქნებით თუ უბედურები
- თავი 18. ტენგო. დიდი ძმა აღარ გვითვალთვალებს
- თავი 19. აომამე. საიდუმლო, რომელსაც კაცებს არ ანდობენ
- თავი 20. ტენგო. საწყალი გილიაკები
- თავი 21. აომამე. ასე შორს ნუ გაიქცევი
- თავი 22. ტენგო. დრო სახეს იცვლის
- თავი 23. აომამე. ჯერ სად ხარ
- თავი 24. ტენგო. სხვა სამყაროში ცხოვრების აზრი
- სქოლიო