კალათა

დეტალურად

ცხოველების ფერმა. პატივი კატალონიას

ჯორჯ ორუელი

გამომცემლობა პალიტრა L

მთარგმნელი დავით აკრიანი

რომანი

თარგმანი ინგლისურიდან

სერია ჩემი რჩეული მსოფლიო

ინგლისელმა მწერალმა ჯორჯ ორუელმა 1945 წელს შექმნა რომანი-იგავი „ცხოველების ფერმა“, რომელიც 1917 წლის რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციისა და მისი შემდგომი პროცესების ალეგორიას წარმოადგენს. ეს ნაწარმოები მწერლის რევოლუციური პრინციპების გადასინჯვის შედეგი გახლდათ, რომელმაც მას ტოტალიტარული საზოგადოების თვალსაჩინო „პორტრეტის“ შექმნა შთააგონა. „ცხოველების ფერმის“ იდეური გაგრძელებაა რომანი-ანტიუტოპია „1984“, სადაც აღწერილია მსოფლიო საზოგადოების მომავალი როგორც ტოტალიტარული იერარქიული წესწყობილება, რომელიც ადამიანის ფიზიკურ და სულიერ დამონებაზე, საყოველთაო შიშის, სიძულვილისა და დასმენის სისტემაზე დგას. სწორედ 1948 წელს დაწერილმა ამ რომანმა გაუთქვა სახელი მთელ მსოფლიოში, თუმცა ჯორჯ ორუელი კიდევ რამდენიმე რომანის, ასევე – მოთხრობების, ლექსებისა და ბევრი პუბლიცისტური ნაშრომის ავტორიცაა. ჯორჯ ორუელს ეკუთვნის ბევრი ახალი ტერმინი და განსაზღვრება, რომელიც შემდგომ ფართოდ შემოვიდა პოლიტიკურ ლექსიკონში. მათ შორისაა „ცივი ომი“, რომელიც მან პირველად გამოიყენა ბრიტანული ყოველკვირეულის, „ტრიბიუნის“ 1945 წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში – „შენ და ატომური ბომბი“.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ჯორჯ ორუელი (1903-1950)
  • ცხოველების ფერმა
    • თავი I
    • თავი II
    • თავი III
    • თავი IV
    • თავი V
    • თავი VI
    • თავი VII
    • თავი VIII
    • თავი IX
    • თავი X
  • პატივი კატალონიას
    • თავი I
    • თავი II
    • თავი III
    • თავი IV
    • თავი V
    • თავი VI
    • თავი VII
    • თავი VIII
    • თავი IX
    • თავი X
    • თავი XI
    • თავი XII
    • თავი XIII
    • თავი XIV
  • სქოლიო