ნობელის პრემიის ისტორია მეოცე საუკუნის ისტორიის თანამდევია, ამიტომაც, ვფიქრობთ, საუკუნის მახასიათებლად უდავოდ გამოდგება ამ ჯილდოს ლაურეატთა ლექციები.
ინტელექტუალური სამყაროს ფავორიტი - ნობელის პრემიის ლაურეატი, წესდების თანახმად, ვალდებულია პრემიის მიღებიდან ექვს თვეში წაიკითხოს ლექცია. ჟანრი განსაზღვრული არ არის.
წინამდებარე გამოცემა სრულად აერთიანებს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მიღებისას წაკითხულ ლექციებს. XX საუკუნე (1901-2000) წარმოდგენილია სამ ტომად, ხოლო XXI საუკუნე (2001-2010) შესულია მეოთხე ტომში.
სანობელო ლექციების გარკვეული ნაწილი პერიოდულად ქვეყნდებოდა ჟურნალებში: „არილი“, „საუნჯე“, „საგურამო“, „ჩვენი მწერლობა“, „ქართული მწერლობა“, „ლიტერატურა - ცხელი შოკოლადი“... უმეტესობა კი საგანგებოდ ითარგმნა ამ სერიისთვის და პირველად ქვეყნდება ქართულ ენაზე. სათაურები რიგ შემთხვევაში პირობითია.
- ყდა
- თავფურცელი
- 2001. ვიდიადჰარ ს. ნაიპოლი
- 2002. იმრე კერტესი
- 2003. ჯონ მაქსველ კუტზეე
- 2004. ელფრიდე იელინეკი
- 2005. ჰაროლდ პინტერი
- ხელოვნება, ჭეშმარიტება და პოლიტიკა
- 2006. ორჰან ფამუქი
- 2007. დორის ლესინგი
- ნობელის პრემიის მიუწვდომლობის გამო
- 2008. ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო
- 2009. ჰერტა მიულერი
- ყოველი სიტყვა ეშმაკისეულ წრესთან წილნაყარია
- 2010. მარიო ვარგას ლიოსა
- წერა-კითხვისა და მხატვრული წარმოსახვის ქებათა ქება
- ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში
- სქოლიო