კალათა

დეტალურად

XIX საუკუნის 60-იანი წლებისთვის, ტრადიციული ბანდიტიზმის ნიადაგზე აღმოცენდა განგსტერული კულტურა, რომელმაც მთელი სიცილია მოიცვა. ყველას, ვინც წინ აღუდგებოდა მაფიას, მყისიერად და დაუნდობლად უსწორდებოდნენ, რამაც მაფიის მიმართ საყოველთაო შიში წარმოშვა. შედეგად, მაფიის წევრები კანონისთვის ხელშეუხებელნი გახდნენ და იმასაც მიაღწიეს, რომ მათთვის სასურველი პოლიტიკოსები აერჩიათ. ხელისუფლებასთან მაფიის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც მან ეკლესიასთან საერთო ენის გამონახვა მოახერხა. მაფიის გავლენა მალე გასცდა იტალიისა და სიცილიის ფარგლებს და XX საუკუნის დასაწყისში ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ათასობით წევრი, მეტწილად არალეგალურად, შეერთებულ შტატებში დამკვიდრდა. მალე მაფიის საცეცები ამერიკის ცხოვრების ყველა სფეროს მოედო. „მაფიის ისტორია“ წარმოადგენს ვრცელ და ამაღელვებელ ამბავს, რომელიც გაჟღენთილია სისხლით და აღსავსეა მუხანათობით. თუმცა მაფიოზები მკაცრად იცავენ „ღირსების კოდექსს“, მაგრამ მიუხედავად ამისა, მზად არიან, ზურგში დანა ჩასცენ ნებისმიერს, ვინც მიზნისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობებათ. ისინი არიან დაუნდობელი ბიზნესმენები, რომლებიც კონკურენტებს მკვლელობით იცილებენ. „მაფიის ისტორიის“ ფურცლებზე გაეცნობით შემაძრწუნებელ პერსონაჟებს, ექსტრაორდინარულ ადამიანებს რომლებიც ექსტრაორდინარულ ხანაში ცხოვრობდნენ. „მაფიის ისტორია“ ამ ადამიანების ცხოვრების ამბავს გადმოგვცემს, მათი ოჯახების, კოდექსის, დანაშაულებისა და მკვლელობების შესახებ მოგვითხრობს. (ილუსტირებული გამოცემა)
  • შესავალი
  • 1. სიცილიური საღამოს წირვები
    • მაფიის წარმომავლობა
    • კანონისათვის მიუწვდომელნი
    • საძმო
    • „კურთხევა“
    • იერიში
    • ოთხი გაუჩინარებული კაცის საქმე
    • მეგობრები უმაღლესი ფენებიდან
    • ნოტარბარტოლოს საქმე
    • კამორა და ნდრანგეტა
  • 2. შავი ხელი
    • იტალიური რაზმი
    • პეტროზინოს მკვლელობა
    • მორელო-ტერანოვას ოჯახი
    • ომი მაფიასა და კამორას შორის
    • მაფიოზური მღელვარება ახალ ორლეანში
  • 3. მშრალი კანონი
    • კაპონეს ადრეული წლები
    • სადავეების ხელში აღება
    • ომი ნორთსაიდ ერებთან
    • საგადასახადო გარემოებანი
    • UNIONE SICILIANA
    • ელიოტ ნესი და „მიუწვდომელები“
  • 4. კასტელამარელთა ომი
    • ნიკოლა ჯენტილე
    • მასერია – „ბოსების ბოსი“
    • ჯოზეფ „ჯო კარგო“ ვალაჩი
    • ჯოს გამოსათხოვარი სადილი
    • მარანძანოს აღზევება და დაცემა
    • „ახალგაზრდა თურქების“ აღზევება
  • 5. კომიტეტი
    • ხუთი ოჯახი სადავეებს დაეპატრონა
    • არცთუ ისე „იღბლიანი“ ლუჩიანო
    • „ოპერაცია მიწისქვეშეთი“
    • ფრენკ კოსტელო
    • „მკვლელთა კორპორაცია“
    • ალბერტ ანასტაზია
  • 6. მაფია მუსოლინის წინააღმდეგ
    • ჩეზარე მორი
    • „მაფიის გენერალი“
    • თანამშრომლობა მოკავშირეებთან
    • ვიტო ჯენოვეზე
    • სალვატორე ჯულიანო და სიცილიური სეპარატიზმი
    • ჯუზეპე ბონანო
  • 7. მაფიის ომები
    • გრეკოების ომი
    • ტომაზო ბუშეტა
    • მაფიის პირველი ომი
    • 60-იანი წლების სიცილიური მაფიის სასამართლო პროცესები
    • მკვლელობები ვიალე-ლაციოში
    • გაეტანო ბადალ ამენტი
    • ინძერილოების ჟლეტა
    • მიცვალებულის გასამართლება
    • მაფია იტალიურ პოლიტიკაში
    • პოლიტიკური კეთილგანწყობა
    • PROPAGANDA DUE ა ნ უ P2
  • 8. სტრიპი და ფიცარნაგი
    • ბაგსი სიგალის ახალგაზრდობა
    • „ფლამინგო“, გედის სიმღერა
    • მაფია ქალაქს ხელში იღებს
    • რა საქმეებს ატრიალებდნენ ვეგასში
    • ტონი „ჭიანჭველა“ სპილოტრო
    • საქმეში ატლანტიკ-სიტის შემოსვლა
    • „პატარა ნიკი“ შარფო
    • კარლო ბამბინო
    • კენედები მაფიის წინააღმდეგ
  • 9. ფრანგული გაერთიანება
    • პიცის გაერთიანება
    • მაფიის კომიტეტის სასამართლო
    • „ტეფლონის დონი“
    • ჯონ გოტის დაცემა
    • ჯო კოლომბო
  • 10. პენტიტი
    • მაფიის „მაქსი პროცესი“
    • დონი-აჩრდილი
    • მონანიება
    • ADDIOPIZZO
  • ეპილოგი