კალათა

დეტალურად

მეცხრამეტე საუკუნის ინდოელი ფილოსოფოსის სვამი ვივეკანანდას წიგნში ჯნანა იოგა თავმოყრილია რელიგიურ-ფილოსოფიური წერილები, რომლებიც თანამედროვე ადამიანს სულიერი ცხოვრების არსზე დააფიქრებს. სამყარო მარადიულია და ეს მარადისობა ნებისმიერ ეპოქაში სხვადასხვა ფორმით გამოვლინდება, საჭიროა მუდმივი სიფხიზლე და მიყურადება, რაც ადამიანს სულიერ სიჯანსაღეში ამყოფებს და წარმავალობის ტკივილს დაათმენინებს. კრებულში მედიტაციის, თვითჩაღრმავების, სულიერი წონასწორობის შესახებაა ვრცელი საუბრები. წერილები გაჯერებულია აღმოსავლური სიბრძნის, იგავების, მითების უნიკალური ნიმუშებით.
  • რელიგიის აუცილებლობა
  • ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება
  • მაია და ილუზია
  • მაია და ღმერთის კონცეფციის ევოლუცია
  • მაია და თავისუფლება
  • აბსოლუტი და მისი გამოვლინებები
  • ღმერთია ყველაფერში
  • გაცნობიერება
  • ერთობა მრავალფეროვნებაში
  • სულის თავისუფლება
  • კოსმოსი
  • უკვდავება
  • ატმანი
  • ატმანი: მისი თავისუფლება და არათავისუფლება
  • ნამდვილი და მოჩვენებითი ადამიანი
  • სქოლიო