1988 წლის თებერვალში, უკვე ნახევარსაუკუნოვან ასაკს კარგა გადაცილებულს, მოულოდნელად გულმა მიმტყუნა – მიოკარდიუმის ინფარქტი მეწვია... გადავრჩი. საჩქაროდ თავი მოვუყარე ორი ათეული წლის განმავლობაში დროდადრო ნაწერს ნიკო ფიროსმანაშვილის შესახებ; ნაირგვარი სახის მასალა დავალაგე, შეძლებისდაგვარად გავაშალაშინე და გამომცემლობა „ნაკადულს“ გადავეცი. 1990 წელს გამოვიდა კიდეც ჩემი წიგნი „ჩვენი ნიკალა“. წიგნის ჟანრი არ განმისაზღვრავს; მასში გაერთიანებული იყო მოთხრობები, ჩანახატები, ნარკვევები, კრიტიკული ექსკურსები, ხელოვნებათმცოდნეობითი განსჯა... მას შემდეგ კარგა დრომ განვლო და ნელ-ნელა ნიკოს ამოუწურავი თემის სხვადასხვა მხარისადმი მიძღვნილი უამრავი ნამუშევარი დამიგროვდა; მათი ნაწილი ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნდა, ორჯერ გამოიცა წიგნადაც. ამჯერად განვიზრახე ძველი და საკმაოდ დიდი გამოუქვეყნებელი ახალი მასალის ერთად თავმოყრა, ძველის ნაწილობრივ გადამუშავება და ყველაფრის ერთ წიგნად გამოცემა. დიდხანს ვარჩევდი კომპოზიციური წყობა-აგებულების, სათაურის, ჟანრობრივი განსაზღვრის ვარიანტებს; ბოლოს, გადავწყვიტე, დამებეჭდა სახელწოდებით: „ფიროსმანი“. (ავტორის წინასიტყვაობიდან). გარეკანზე გამოყენებულია ზეზვა საღლიანის „ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი“.
- წინათქმა
- I. დავდივარ სამყაროს სილამაზით მთვრალი...
- მე ვარ...
- დავდივარ სამყაროს სილამაზით მთვრალი...
- მე მიყვარს ტფილისი!
- ორი მაწანწალა
- ნიკალას რომ ანდერძი დაეტოვებინა...
- სეფილი
- ნიკალას სურათები მოგზაურობენ...
- ნიკალას „ავტოპორტრეტი“
- II. ფიროსმანის მონატრება
- ფიროსმანი (სიმფონია)
- „ფიროსმანის მონატრება“
- III. დილა, შუადღე, საღამო, ღამე
- დილა
- „გლეხის დედაკაცი ბავშვებით წყალზე მიდის“
- შუადღე
- „წითელპერანგა მებადური“
- საღამო
- „ლხინი თალარში“
- ღამე
- „დათვი მთვარიან ღამეს“
- IV. მირზაანი. ფიროსმანის ქუჩის სიმფონია. ფიროსმანის საფლავი
- მირზაანი, 1975
- მირზაანი, 2002
- მირზაანი, 2006
- მირზაანი, 2010
- ფიროსმანის ქუჩის სიმფონია, 1989
- ფიროსმანის ქუჩის სიმფონია, 2009
- ფიროსმანაშვილის საფლავი, 1987
- ფიროსმანაშვილის საფლავი, 2008
- ნიკო ფიროსმანაშვილის ძეგლი თბილისში
- ფრესკის სანახავად ველისციხეს მივემგზავრებით...
- V. ნიკო ფიროსმანაშვილის სურათების შესახებ
- „აქტრისა მარგარიტა“
- „მეეზოვე“
- „არსენალის მთა ღამით“
- „სალუდე „ზაქათალა“, „ვირის ხიდი“, „კრწანისი“
- ნიკო ფიროსმანაშვილის აბრები
- წარწერები ნიკო ფიროსმანაშვილის სურათებზე
- ნიკო ფიროსმანაშვილისადმი მიკუთვნებული საეჭვო სურათები
- ნიკო ფიროსმანაშვილის განადგურებული და დაკარგული სურათები
- ნიკო ფიროსმანაშვილის ერთი დაკარგული სურათის შესახებ
- რა ბედი ეწია ივანე კეკუას კოლექციას?
- VI. ნიკო ფიროსმანაშვილი: მისი დროება და შემოქმედება
- ნიკო ფიროსმანაშვილი და ხალხური ხელოვნება
- ნიკო ფიროსმანაშვილის ეპოსური სურათები
- დიდოსტატი. იყო თუ არა ნიკო ფიროსმანაშვილი პრიმიტივისტი?
- ნიკო ფიროსმანაშვილი: მისი დროება, პიროვნება, შემოქმედება
- რატომ არის ნიკო ფიროსმანაშვილი დიდი მხატვარი?
- VII. ნიკო ფიროსმანაშვილი და სხვა ხელოვანნი (1)
- ნიკო ფოროსმანაშვილი და ვაჟა-ფშაველა
- ნიკო ფიროსმანაშვილი და გრიგოლ რობაქიძე
- ნიკო ფიროსმანაშვილი და ლადო გუდიაშვილი
- ნიკო ფიროსმანაშვილი და გიორგი ლეონიძე
- ნიკო ფიროსმანაშვილი და გალაკტიონ ტაბიძე
- ნიკო ფიროსმანაშვილი და ტერენტი გრანელი
- ნიკო ფიროსმანაშვილი და ნიკო სამადაშვილი
- ნიკო ფიროსმანაშვილი და ჯოტო
- ნიკო ფოროსმანაშვილი და ანრი რუსო
- ნიკო ფიროსმანაშვილი და პაბლო პიკასო
- VIII. ნიკო ფიროსმანაშვილი და სხვა ხელოვანნი (2)
- გრიგოლ ჩირინაშვილის ფერწერული ციკლი „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“
- „ნიკო ფიროსმანაშვილის მშობლიური სოფელი მირზაანი და აქტრისა მარგარიტას პარიზი“
- საჯილდაო ქვა. გიორგი შენგელაიას მხატვრული ფილმის „ფიროსმანი“ გამო
- ფიროსმანაშვილისადმი მიძღვნილი ახალი ფილმი „გაგიმარჯოთ ყველას!“
- გაცრუებული იმედი – თემო ჯაფარიძის წიგნის „ნიკო ფიროსმანი“ გამო
- აუღებელი ციხესიმაგრე – ზაზა ფირალიშვილის „ფიროსმანის კარიბჭის“ კითხვისას
- სამადლობელი – ერასტ კუზნეცოვს!
- IX. ჩვენი ნიკალა
- სადაური იყო ნიკო ფიროსმანაშვილი?
- ნიკო ფიროსმანაშვილს შვილი ჰყავდა?
- ნიკალას სიმღერა
- ერთხელ კიდევ ნიკო ფიროსმანაშვილის პიროვნების შესახებ
- ჩვენი ნიკალა
- XX. ნიკალას დღე და ნიკალას ღამე (პოემა)
- უსიმღეროდ ვერ ვძლებ...
- ნიკალას საუბარი ღამესთან
- ნიკალას საუბარი კოღოსთან
- დილაადრიან ნიკო ხველას ესაუბრება
- ნიკალას შეხვედრა დილასთან
- ნიკალა ესაუბრება ვაზს, ტფილისურ ეზოში აივანზე გასულს
- მალაკნების ქუჩა – ქალაქის წიგნის ერთი ფურცელი
- საიდან გაჩნდი აქ, თეთრად მოფარფატე საოცრებავ!
- ბედო, მოდი, ვიმუსაიფოთ...
- სანამ ნიკალა ფუნჯით ჯადოქრობას დაიწყებს...
- ნიკო ესაუბრება შოთას
- ნიკალა ესაუბრება წითელბუშტიან გოგონას
- ყველაზე დიდი ბედნიერება
- ნიკალა ესაუბრება ღვინით სავსე ჭიქას
- ნიკალა ესაუბრება ღვინის გამოცლილ ჭიქას
- ქალს ვუგალობ!
- საოცრებებით ვარ გარშემორტყმული ანუ მომავალი „ვირის ხიდის“ მოლანდება
- დღე არისო ნათელი...
- სალხინო სუფრას ვხატავ...
- ნიკალა ჩასცქერის ღვინის სარდაფში ჩასასვლელს
- ნიკალა დგას სადარბაზოს წინ
- ნიკალა შეჰყურებს სავსე მთვარეს
- ჩემო ღამევ!
- დამატებები
- შევქმნათ ნიკო ფიროსმანაშვილის ენციკლოპედია
- ნიკო ფიროსმანაშვილი – ინტერნეტში გასანთავსებელი ვებ გვერდის ტექსტი
- IOSEB OMADZE – NIKO PHIROSMANASHVILI