კალათა

დეტალურად

ეს არის მოგზაურობებისა და ურთიერთობების წიგნი, რომლის ავტორი ადამიანური სითბოს, სიცოცხლისა და სიყვარულის სახელით გვესაუბრება. ცხოვრებისეული, დოკუმენტური ამბებიდან იბადება პროზა, საყურადღებო აქცენტებითა და თხრობის მიმზიდველი სტილით. მანანა დუმბაძე ცხოვრებაში მოთხრობას ხედავს და მოთხრობაში – ცხოვრებას, თუმცა ერთშიც და მეორეშიც მისი ინტერესის საგანი ადამიანია, თავისი ხასიათით, ჩვევებითა და ახირებებით. წიგნის გეოგრაფია საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია. აზიის, ევროპისა და ამერიკის კონტინენტებზე მოგზაურობისა თუ მუშაობის შთაბეჭდილებები გადმოცემულია ლაღი, ცოცხალი, იუმორისტული მანერით და ეს სავსებით ბუნებრივიცაა. მანანა დუმბაძის წიგნში ჩანს მამის აჩრდილი და ფონად გასდევს დაუძლეველი მონატრება აფხაზეთისა. თავისი სტილით, თემებითა და ინტერესებით ეს წიგნი თანამედროვე ქართული სამოგზაურო პროზის შენაძენია.
  • გისოსებს მიღმა დარჩენილი მამა
  • ახლოა ქაშიდან გულრიფშამდე?!
  • კორიდა, რომელზეც მე და მამა არასდროს ვყოფილვართ
  • „შეჰერეზადა“ კაპროვანში
  • კიდობნიდან რუსთაველამდე
  • აბსურდოვო
  • უცნობი წინაპრები გაყვითლებული ფოტოსურათებიდან
  • პრემიერაზე
  • გაუგზავნელი წერილები როდოსიდან
  • ინდური დღიური
  • მანანა კარლ ჩერნი – 21 ეტიუდი