კალათა

დეტალურად

კრებულში შესული ოთხივე ნაწარმოები თანამედროვე ადამიანების შესახებაა. მარადიულ საკითხებს – სიყვარულს, ღალატს, ფარისევლობას, ერთმანეთის მობეზრებას, აპათიას, სიბერეს – ეს პერსონაჟები თავისებურად უმკლავდებიან. „ცოლები გეგმავენ ღალატს“ – ამ პიესის გმირები დაოჯახებული ქართველი ქალები არიან და თითოეული მათგანი თავისებურად ხსნის ქმრის პარალელურად გაჩენილ სასიყვარულო ურთიერთობას. ნაწარმოები პროექტ „ახალი ტალღას“ გამარჯვებულია და 2011 წელს დაიდგა რუსთაველის თეატრის სცენაზე სახელწოდებით, „ქალები, ღალატი...“ მის მიმართ ინტერესი ნაწარმოებში დასმულმა ფემინისტურმა პრობლემებმა განაპირობა. „ახალი თამაში“ სამუელ ბეკეტის ცნობილი პიესის, „თამაშის“ სახეცვლილი ვერსიაა. აქ ოთხი პერსონაჟი: ცოლ-ქმარი და მათი საყვარლები წარდგებიან სამსჯავროს წინაშე, სადაც ისინი საუბრობენ თავიანთ სასიყვარულო თავგადასავალზე, რომელიც თითოეულ მათგანთანაა დაკავშირებული. „ჩვენი უსიცოცხლო სხეულები“ მოხუცი წყვილის სევდიანი ისტორიაა. აგრესიას ეროტიკა ცვლის, ეროტიკას – ვირტუალური სიყვარული... „დონორი“ ორმოც წელს მიტანებული ქალის პრობლემას შეეხება, რომელსაც თავისი არსებობის ერთადერთ გამართლებად შვილის ყოლა აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ეს არც ისე იოლი აღმოჩნდება.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • * * *
  • ცოლები გეგმავენ ღალატს
    • პირველი სურათი
    • მეორე სურათი
    • მესამე სურათი
  • ჩვენი უსიცოცხლო სხეულები
    • პირველი სურათი
    • მეორე სურათი
    • მესამე სურათი
  • ახალი თამაში
  • დონორი
    • პირველი სურათი
    • მეორე სურათი
    • მესამე სურათი