კალათა

დეტალურად

ეს არის პრაქტიკული სახელმძღვანელო გაყიდვების უახლესი სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების შესახებ. მიუხედავად თქვენი უნარების დონისა, ეს სახელმძღვანელო დაგეხმარებათ გაყიდვებში, თუ როგორ უნდა მოიძიოთ პოტენციური მომხმარებელი, დაყოთ გაყიდვების პროცესი საფეხურებად და ა.შ; თქვენ გაიგებთ: გაყიდვების მეთოდებს, პოტენციური კლიენტების ძებნის უახლეს მეთოდებს, გაყიდვების პრეზენტაციების საუკეთესო ტექნოლოგიებს, წესებს თქვენი დროის უკეთეს დასაგეგმად და ა.შ. ტომ ჰოპკინსი წარმატებულ გაყიდვებთან ასოცირდება. იგი მილიონერი გახდა იმ დროისთვის, როდესაც 27 წლის ასაკს მიაღწია. ახლა კი „ტომ ჰოპკინს ინტერნეშენალის“ (Tom Hopkins International) თავმჯდომარეა. ეს ორგანიზაცია მსოფლიოში გაყიდვების ერთ-ერთი პრესტიჟული სასწავლო დაწესებულებაა. ტომმა აგრეთვე 15 სხვა წიგნი დაწერა, რომელთა შორისაა „გაყიდვების კვლევა მარტივად“ (Sales Prospecting For Dummies) და „გაყიდვების დახურვა მარტივად“ (Sales Closing For Dummies), ასევე მისი ბესტსელერია „როგორ დავეუფლოთ გაყიდვების ხელოვნებას“ (How to Master the Art of Selling), რომელიც 8 ენაზე 27 ქვეყანაშია გამოცემული და გაყიდულია 2 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი.
  • ავტორის შესახებ
  • შესავალი
  • წიგნის შესახებ
  • ნაწილი - გაყიდვების საფუძვლები
    • თავი 1- გაყიდვა ყველაფერია
    • თავი 2 - გაყიდვების შვიდსაფეხურიანი ციკლი
    • თავი 3 - საქმის სიყვარული: აქციეთ გაყიდვა საყვარელ საქმიანობად
  • ნაწილი II - საშინაო დავალების შესრულება მანამ, სანამ რამეს გაყიდით
    • თავი 4 - პოტენციური კლიენტების გაგება
    • თავი 5 - პროდუქტის ცოდნა
    • თავი 6 - ტექნოლოგიების გამოყენება
  • ნაწილი III - გაყიდვების ანატომია
    • თავი 7 - პოვნა ადამიანებისა, რომლებსაც თქვენი შეთავაზება სჭირდებათ
    • თავი 8 - შეხვედრების დაგეგმვა და კლიენტების პოვნა იოლად
    • თავი 9 - კვალიფიცირება _ თქვენი გზა წარმატებისაკენ
    • თავი 10 - მიმზიდველი პრეზენტაციების მომზადება
    • თავი 11 - მომხმარებლის ინტერესების დაკმაყოფილება
    • თავი 12 - გაყიდვების დასრულება
    • თავი 13 - ძველი მომხმარებლების რჩევით მოსული ახალი მომხმარებლების მიღება
  • ნაწილი IV - თქვენი ბიზნესის ზრდა
    • თავი 14 - თვალყურის დევნება და კავშირის შენარჩუნება
    • თავი 15 - ინტერნეტის გამოყენება მეტი პროდუქტის გასაყიდად
    • თავი 16- დროის ეფექტურად დაგეგმვა
    • თავი 17 - პარტნიორობა
  • ნაწილი V - თქვენ ვერ მოინადირებთ ყველას გულს: რწმენის შენარჩუნება გაყიდვების პროცესში
    • თავი 18 - როგორ უნდა გაუმკლავდეთ წარუმატებლობასა და უარს
    • თავი 19 - დაისახეთ მიზნები, რათა დარჩეთ ყურადღების ცენტრში
  • ნაწილი VI - ათეულების განყოფილება
    • თავი 20 - ათი უდიდესი შეცდომა, რომლებიც თავიდან უნდა ავიცილოთ
    • თავი 21 - გაყიდვების გაუმჯობესების ათი სტრატეგია
    • თავი 22 - ათი გზა გაყიდვებში დასახელოვნებლად
    • თავი 23 - გაყიდვის ათი პროგრესული დახურვა