კალათა

დეტალურად

ყველანაირი არჩევანი მშვენიერია, რადგან ის თავისუფლების სახელით მიენიჭა ადამიანს. ხოლო მათ შორის ღვთაებრივი კი მხოლოდ ერთია - მარტოობა. გიორგი ზანგურის კრებული „შენ. არავინ“ ამ ღვთაებრივი არჩევანით ნაკარნახევი პოეზიაა; მთავარი თემაც, წიგნის კამერტონიც აქედანაა წამოსული. ოღონდ მარტოობა არა როგორც მწუხარე სოლო ან მიკრო-მონოლოგი, არამედ როგორც კაშკაშა კარნავალი და ზეიმი სიცოცხლის ყველა გრადაციაში. ეს გიორგი ზანგურის მარტოობაა - ყველაზე ბუნებრივი და ექსპრესიული დიალოგი გარე სამყაროსთან, თავის შესაცნობად და სრულყოფისკენ მიმავალ გზებზე სამოგზაუროდ. ამ გზაზე, შესაძლოა, შენი მეორე ცალიც იპოვო და გამთლიანდე. კრებულში შესული არც ერთი ლექსი აქამდე არც ერთ პერიოდულ გამოცემაში არ დაბეჭდილა. მათ პირველად ხვდება მკითხველი. ესეც პოეტის არჩევანია. მისი პოეტური ძღვენი კი ცინცხალია და მოულოდნელი, როგორც მისივე ცხოვრების წესი, მუდმივად ახალი და მხატვრული იერით აღბეჭდილი სამყაროში - ამ დიდ და საბოლოო წიგნში.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • * * *
  • * * * (გუშინ ვიყავი უშენოდ)
  • * * * (არაფერს არ აქვს საწყისი დრო და)
  • ბრძოლის წინ
  • * * * (მარტოხელა კაცები ლოგინს არ ასწორებენ)
  • * * * (ყველაფრის გარეშე დარჩენილს)
  • რა სურთ ტანებს
  • * * * (მე ჩემს მარადიულ სატრფოსთან მივედი)
  • * * * (მე ვთვლი მიწის ფერს ჩემ ფერად)
  • მიტოვებულებს
  • * * * (ატმის შემოგარენში)
  • ბავშვებმა დახუჭეთ თვალები
  • * * * (ქარს მიაქვს ჟღალთმიანი ქალი)
  • უსურნელო ფლირტი
  • * * * (შემოდგომა ნაცნობი - ფოთლის კაბანაცვალი)
  • * * * (ერთ ბედნიერ დღეში გავცვლი ყველაფერს)
  • * * * (წამოიღე ოთახი, ჩემს ეზოში გავშალოთ)
  • * * * (გზა დაეძებს გულისსწორს)
  • * * * (ამ წვიმას რომ გავცდე, რამდენჯერ ვიტირო)
  • * * * (მე დღეს ამ ლექსის მიღმა ვსაუბრობ)
  • ედემი - ცარიელი ოთახი
  • * * * (იწვიმა მოცარტით, თოვდა ბეთჰოვენით)
  • * * * (მინდვრის ფერი გასდის კაბას)
  • * * * (მე ვწევარ და ვწერ)
  • სარკე
  • * * * (დღეს ამ წვიმას არვინ უნდა გაექცეს)
  • * * * (აღარ ვწერ, აღარ ვწერ საერთოდ არაფერს)
  • * * * (დავდივარ, მოღრუბლულ ქარიშხალს ვეწევი)
  • * * * (ჩემი ლექსი აღარავის ეძღვნება)
  • * * * (ცა ცოლს ცვლის - ცრის)
  • * * * (ოთახი ლურჯი, ცით ნაღები, ღრუბლით ნალესი)
  • * * * (თავდავიწყებას მივეცემი შენი არსებით)
  • განშორების წინ
  • * * * (შენს ტანში შესულს და მაგ გულნაცემს)
  • პოეტები
  • რჩევა პაემანზე წასვლის წინ
  • * * * (წვიმაში თავისთვის მდგარი ქალი)
  • * * * (დათვლილი წამები, ლოდინი შეხვედრის)
  • * * * (შენს ფეხებშორის გავითბობ თითებს)
  • * * * (ღრმა ძილით გძინავს)
  • პორტრეტი
  • * * * (არნახული შენ ხარ ჩემგან)
  • ქვა
  • სათამაშოები
  • ახალი ზღაპარი
  • * * * (თუ მოხვალ, ძლიერად ხელები მომხვიე)
  • * * * (ვეღარ ვუძებნი სტრიქონებს ადგილს)
  • აურა
  • * * * (სისხლიანი თვალებით)
  • * * * (გალოთდა ოთახი)
  • * * * (ფერადი სულების მეჯლისზე)
  • * * * (გოგომ ქუჩაში გამაჩერა და)
  • * * * (რა წერილი? რის წერილი)
  • * * * (ყველასგან ველოდი ჩემს გადავიწყებას)
  • * * * (როგორ მოგიტაცო ციხესიმაგრიდან)
  • * * * (განვიმოსები ღრუბლებისგან, მიწისგან, ცისგან)
  • ქალი სკამზე ანუ სკამი ქალით
  • ჩემი ბაიათი
  • * * * (სტრიქონი დაგრძელდა)
  • * * * (მოდი, ქარო, მომეკარი)
  • * * * (ქარიშხალს ვათხოვე წითელი მანდილი)
  • * * * (ამდენ ხანს სიჩუმეს ვინმე თუ პატიობს)
  • * * * (არ მჯერა ამ დილის)
  • * * * (დაიმსხვრა გრძნობები, საგნები, ჭიქები)
  • * * * (ბაღში, სკამზე, ჩემთვის ვზივარ)
  • * * * (რა იშვიათად შევხვედრივარ მე ნაცნობ თვალებს)
  • * * * (განცდებმა მიაგნეს გონების საგანძურს)
  • თავხედი
  • * * * (მე წასვლის არ მჯერა თუ არ დაბრუნდები)
  • * * * (რაც სულმა სევდა დააგროვა)
  • * * * (ლექსი დავკარგე)
  • ბატონები
  • დამფრთხალი საყვარელი ლოგინში
  • უმნიშვნელო სიტყვები
  • * * * (ნელ-ნელა ლაგდება სამყარო - ოთახი)
  • * * * (ის ქალი ლომია)
  • გაუცხოვება