ფანტასტი ძმების ვრცელი ბიბლიოგრაფიიდან საუკეთესოს შერჩევა გაძნელდება და, ალბათ, არც არის საჭირო – გემოვნებაზე, მოგეხსენებათ, არ დავობენ, მაგრამ „ორშაბათი იწყება შაბათს“ ოთხ-ხუთ, განსაკუთრებით წარმატებულ ნაწარმოებს შორისაა და ფანტასტიკის ნებისმიერ ანთოლოგიას დაამშვენებს – ამას თავგადაკლული სკეპტიკოსებიც კი ვერ უარყოფენ. ძალიან კეთილი და სასაცილო ზღაპარი – ლეგენდარული „НИИЧАВО“-ს – ჯადოქრობისა და მისნობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ზღაპრული ყოველდღიურობა, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა გმირები, ფეიერვერკული იუმორი, დინამიკური სიუჟეტი, გასული საუკუნის სამოციანი წლების შუაგულში დაწერილი ვრცელი მოთხრობა ერთი ამოსუნთქვით იკითხება და არც იმდროინდელ სოციალურ სატირას დაუკარგავს სიმწვავე – დღესაც აქტუალურია. ორიგინალი კარგად მიგნებული, მახვილგონივრული ალუზიებითა და კალამბურებითაა დახუნძლული.
- ისტორია პირველი - ამაო ალიაქოთი დივნის ირგვლივ
- თავი პირველი
- თავი მეორე
- თავი მესამე
- თავი მეოთხე
- თავი მეხუთე
- თავი მეექვსე
- ისტორია მეორე - ამაოება ამაოებათა
- თავი პირველი
- თავი მეორე
- თავი მესამე
- თავი მეოთხე
- თავი მეხუთე
- ისტორია მესამე - ყოველგვარი ამაოება
- თავი პირველი
- თავი მეორე
- თავი მესამე
- თავი მეოთხე
- თავი მეხუთე
- ბოლოსიტყვაობა და კომენტარები