კალათა

დეტალურად

„ჩრდილის ამოჭრა“ დიანა ანფიმიადის ახალი კრებულია, და ეს „ახალი", უპირველეს ყოვლისა, კონცეპტუალურ, მხატვრულ სიახლეს ნიშნავს. ვერსიფიკაციული მოულოდნელობებით სავსე ეს პოეტური სამყარო კიდევ უფრო ღრმად, იმ სინამდვილის გავლით ითრევს მკითხველს, რომელზეც ავტორი მანამდე წერდა; ითრევს ცხოვრების შუაგულში, სადაც თითქოს ნაცნობი ნიუანსები სრულიად ახალი სიმბოლოებით ჩნდებიან, სადაც „ჩრდილის ამოჭრა“ ლირიკული გმირის (პოეტისაც და მკითხველისაც) დიდ მოგზაურობას – სხვა მეტატექსტში ეგზისტენციალურ გარდაცვალებას, ერთი ყოფნიდან სხვა ყოფნაში გადასახლებას ნიშნავს. კრებულში ბევრი სიმღერაა (ასე ჰქვია ლექსებს) – ეს კი მთელ წიგნს ეპიკურ ტონალობას სძენს, ერთ გაბმულ ამბად ეცხადება მკითხველს. შესაბამისად, ეს წიგნი ისევე იკითხება, როგორც ერთი მთლიანი ამბავი სამყაროს პოეტური, სახიფათო თამაშობებით.
  • კავშირი
  • ETC
  • გმირი
  • ზამთარი
  • ჩემი მკვდარი
  • კითხვა
  • ქორო
  • მგზავრი
  • მარადი წყვილი
  • საპფო
  • შვილი
  • დაბადების დღე
  • სახელი
  • მძიმე
  • შიში
  • მერამდენეღაცა იავნანა შვილს
  • მედუზა-გორგონა
  • სიმღერა
  • მრავალძარღვა
  • ერთხელ
  • იმუნოდეფიციტი
  • მარილი
  • ზეპირი ისტორია
  • სამშობლო
  • ზამთარი
  • ორფეოსიც, ევრიდიკეც
  • ავტორი
  • მოყვასი
  • სიმღერა
  • ნაღმი
  • რამდენიმე სიტყვით სიკვდილზე
    • მარტივი დასასრული
    • მკის სიმღერა
    • მარტივი წინადადება
    • ივლისი
  • ზღაპრები
    • კომბლე
    • ეთერი
    • ირმისა