კრებულში შესულია ქართული ჰაგიოგრაფიის მცირე ზომის, მაგრამ მნიშვნელოვანი შინაარსის მქონე ცხრა ნაწარმოები, რომელთაგან ყველაზე ძველია (V საუკუნემდელი ხელნაწერების მიხედვით შედგენილი) უცნობი ავტორის „ნინოს ცხოვრება“, ხოლო ყველაზე გვიანდელი - უცნობი ავტორის „დავით და კონსტანტინეს წამება“ ( XII საუკუნის I ნახევარი. ძველადვე არსებული თხზულების მიხედვით). უცნობია, ასევე, სხვა ოთხი თხზულების ავტორები. ესენია: „ევსტათი მცხეთელი წამება“ (IX ს-ის 70-იანი წლები), „კოსტანტი კახის წამება“ (IX ს-ის 50-იან წლები, 853 წელს აღსრულებული წამების შემდეგ), „კოლაელ ყრმათა წამება“ (დაიწერა IX ს-ში, VI ს-ში მომხდარი წამების შესახებ) და „ილარიონ ქართველის ცხოვრება“ (ესაა შემოკლებული რედაქციაა ექვთიმე მთაწმინდელის თხზულებისა, რომელიც, თავის მხრივ, ბერძნულად დაწერილი „ილარიონის ცხოვრების“ გადმოკეთებას წარმოადგენდა. ილარიონი აღესრულა 875 წელს.). ავტორები ჰყავს კრებულში შესულ მხოლოდ სამ ნაწარმოებს, ესენია: „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“, რომელიც X ს-ის I მეოთხედში დაიწერა მისივე ძმისწულის - ბასილ ზარზმელის მიერ; „გობრონის წამება“, რომელიც აღწერა სტეფანე მტბევარმა X ს-ის დასაწყისში (გობრონი აწამეს 914 წელს) და „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება“, რომელიც შექმნა მისმა მოწაფემ 1066-1068 წლებში.
- ყდა
- უცნობი ავტორი
- უცნობი ავტორი
- უცნობი ავტორი
- სტეფანე მტბევარი
- უცნობი ავტორი
- დავით და კოსტანტინეს წამება
- უცნობი ავტორი
- ბასილ ზარზმელი
- სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება
- უცნობი ავტორი
- ილარიონ ქართველის ცხოვრება