ეველინე შტაინ-ფიშერის რომანი „სასიამოვნო შეგრძნება მუცელში“ ყმაწვილების ცხოვრებაზეა. რომანის მთხრობელი გოგონაა, რომელიც სადად, ლაღად და ერთგვარი კეკლუცობით გვიყვება თავისი პირველი სიყვარულის შესახებ. რომანის ცენტრში 16-17 წლის ყმაწვილები, შეყვარებული მონა და პატრიკი არიან. მწერალი ხატავს მათ შეხვედრებსა და განშორებებს, ღალატსა და სიძულვილს, დაეჭვებასა და ერთგულებას, აღტაცებასა და იმედგაცრუებას, ურთიერთობებს მშობლებსა და თანატოლებთან. ყველაზე მნიშვნელოვანი კი იმის ჩვენებაა, რომ სიყვარული ალამაზებს ადამიანს, უმძაფრებს სამყაროს მშვენიერების აღქმის უნარს, ზრდის და ხვეწს სულიერად, წარუვალ ღირებულებათა დანახვის, აღიარებისა და დაცვის აუცილებლობას შეაგრძნობინებს.
- ყდა
- თავფურცელი
- * * *
- მხოლოდ ერთი თამაში
- ეჭვითაც არავინ ეჭვობს
- დამკვირვებელი
- სამყაროს დასალიერამდე გაქცევა
- გამორიცხულია
- მდინარესთან
- გადაწყვეტილება
- წინ
- ამოტუმბვა
- ჩხუბი
- შეთანხმება
- უსიამოვნო შემთხვევა
- უკან დახევა
- სიმართლე
- ქვა