დაწერილია 1045-1056 წლებში, გიორგი მთაწმინდელის მიერ, რომელიც იმჟამად ათონის ივერთა მონასტერს წინამძღვრობდა. გიორგი მთაწმინდელი იყო არა მარტო დიდად განათლებული მწერალი და ბიზანტიურ-ქართული კულტურების საუცხოო მცოდნე, არამედ თვით ამ კულტურის შემქმნელთაგანი და მრავალმხრივი სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწე.
თხზულება უძვირფასესი ძეგლია ბიზანტია-საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობის ისტორიისათვის, გვაწვდის ცნობებს ივერიის მონასტრის მესვეურთა ცხოვრებისა და სამწერლო საქმიანობის შესახებ, მთლიანობაში, იძლევა მე-10 საუკუნისა და მე-11 ს-ის დასაწყისის ქართული მწერლობის შესასწავლად იმგვარ მასალებს, რომლებიც ავტორს ამოუკრებია უტყუარი წერილობითი წყაროებიდან და შეუვსია ექვთიმეს მეგობართა, თანამოღვაწეთა და მოწაფეთა მოგონებებით.
- ყდა
- თავფურცელი
- 1.
- 2.
- 3.
- 4.
- 5.
- 6.
- 7.
- 8.
- 9.
- 10.
- 11.
- 12.
- 13.
- 14.
- 15.
- 16.
- 17.
- 18.
- 19.
- 20.
- 21.
- 22.
- 23.
- 24.
- 25.
- 26.