კალათა

დეტალურად

ამბავი სასწაულთმოქმედი მერლინისა

დოროთეა შლეგელი ფრიდრიხ შლეგელი

გამომცემლობა იბისი

მთარგმნელი მაია მირიანაშვილი

რომანი

თარგმანი გერმანულიდან

რომანში მოთხრობილია ცნობილ ისტორიულ თქმულებაზე დაფუძნებული სასწაულმოქმედი მერლინის დაბადებისა და ცხოვრების წლები. საოცრად ლამაზი ენით დაწერილი ისტორიული სასიყვარულო და სათავგადასვლო რომანი. ამ ნაწარმოების სიუჟეტი ეფუძნება მეფე არტურის შესახებ თქმულებებს და გამოგონილ ისტორიებს იმაზე, თუ როგორ გაიცნო მან ჯადოქარი მერლინი. წიგნი ასევე ფიმლადაცაა გადაღებული და როგორც ფილმს, ასევე ამ წიგნსაც საყოველთაო აღიარება და მოწონება ხვდა წილად.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • I. ეშმაკთა კრება, რომელზეც ერთი ოჯახის წახდენა განიზრახეს
  • II. ამბავი ორი დისა, რომელთაგანაც ერთი ზნეობრიობის განსახიერება იყო, მეორე კი - ჟინს აყოლილი
  • III. როგორ ჩაისახა ეშმაკისაგან მორწმუნე ქალწულში მერლინი
  • IV. ეშმაკისაგან ჩასახული და უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი მერლინი, რომელსაც ორივესგან გასაოცარი ნიჭი ებოძა
  • V. როგორ შეუშალა ბავშვმა ხელი დედისთვის განაჩენის გამოტანას
  • VI. ამბები, რომლებიც მერლინმა მოძღვარ ბლაზიუსს უკარნახა და ჩააწერინა
  • VII. როგორ მოიპოვა ვორტიგერნმა ძალაუფლება ინტრიგებითა და მუხანათობით
  • VIII. როგორ ჩამოიშორა მეფე ვორტიგერნმა თავისი თანამზრახველნი
  • IX. როგორ ბრძანა ვორტიგერნმა, აეგოთ მყარი ციხე-სიმაგრე, რომელიც სამჯერვე ჩამოინგრა
  • X. შვიდი დაბნეული მოგვი და მათი რჩევა, რომ მერლინის მოსაყვანად გაეგზავნათ ვინმე
  • XI. როგორ ჩააბარა მერლინმა გამოცდა წინასწარმეტყველებაში
  • XII. ამბავი თეთრი და წითელი დრაკონებისა, მათი საზარელი ბრძოლისა და მოგვების ბედისა
  • XIII. როგორ მიანიშნა მერლინმა მეფე ვორტიგერნს დრაკონების ბრძოლის სიმბოლოზე და როგორ უწინასწარმეტყველა სიკვდილი
  • XIV. პრინც პენდრაგონის და უტერის გამარჯვება და მერლინის გარდასახვის ხელოვნება
  • XV. როგორ შეხვდა მერლინი მეფეს სხვადასხვა სახით და რა ოინები მოუწყო
  • XVI. როგორ გათავისუფლდა ქვეყანა წარმართებისგან მერლინის რჩევით
  • XVII. ერთი სულმდაბალი კაცის ამბავი, რომელიც შეეცადა მერლინისთვის მახე დაეგო, და რომელსაც მერლინმა სამი სახის სიკვდილი უწინასწარმეტყველა
  • XVIII. როგორ იწინასწარმეტყველა მერლინმა წარმართებთან ბრძოლა, მისი იდუმალებით მოცული სიტყვები სიკვდილზე
  • XIX. როგორ გახდა უტერი მეფე უტერ-პენდრაგონი და როგორ აღმართა მერლინმა საფლავთან უზარმაზარი ქვები
  • XX. ამბავი ვალესში მესამედ გამართული მრგვალი მაგიდის შესახებ, რომლის გარშემოც 50 რაინდი დაჯდა და ერთი ადგილი ცარიელი დარჩა
  • XXI. როგორ ეწადა ცარიელი ადგილის დაკავება ერთ რაინდს და რა ბედი ეწია მას
  • XXII . როგორ შეუყვარდა უტერ-პენდრაგონს იგერნე და მისივე ქმრის ხელით როგორ გაუგზავნა თასი
  • XXIII. როგორ გაბრაზდა მეფე, როცა ჰერცოგისა და მისი ცოლის ტინტაგელში გამგზავრების ამბავი შეიტყო და ჰერცოგს პასუხი მოსთხოვა
  • XXIV. მეფის ჯარის დაბანაკებისა და მისი დარდის შესახებ
  • XXV. როგორ გარდასახა მერლინმა უტერ-პენდრაგონი, ჰერცოგად, როგორ გააცურეს ჰერცოგი, როგორ ჩაისახა მეფე ართური, როგორ მოითხოვა მერლინმა ახალდაბადებული თავისთვის
  • XXVI. რა ურჩიეს ულსიუსმა და მერლინმა მეფეს, როგორ გამოემშვიდობა მერლინი მეფეს
  • XXVII. როგორ მოიგო მეფემ მოხერხებული საუბრით იგერნეს გული და როგორ გახდა იგერნე მისი ცოლი
  • XXVIII. იგერნემ გაუმხილა მეფეს, რომ ბავშვი, რომელსაც მუცლით ატარებდა, არც მეფისა იყო და არც ჰერცოგისა როგორ შეუთანხმდა მერლინი ანთორს, ბავშვი მას აღეზარდა
  • XXIX. როგორ წაიყვანა უცხო მოხუცმა ახალშობილი, როგორ მიუყვანა ანთორს და როგორ მოანათვლინა ართურის სახელით
  • XXX. მეფე უტერ-პენდრაგონის სიკვდილი, ახალი მეფის ძებნა და ამბავი ქვაში ჩასობილი ხმლისა
  • XXXI. როგორ ამოაძრო ხმალი ქვიდან ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე ართურმა, როგორ გაიგო მან თავისი წარმომავლობის საიდუმლო და როგორ აკურთხეს იგი მეფედ
  • XXXII. როგორ ემუქრებოდნენ მეფე ართურს და როგორ ჩაიკეტა ის ერთ ციხე-სიმაგრეში, როგორ უჩვენა მერლინმა მას გზა ლამაზ ჯინევრამდე და თამელიდების სამეფომდე
  • XXXIII. ბრიონის ტყე, რაინდი დიონასი და და მისი ქალიშვილი ნინიანე, რომელმაც მერლინისაგან ყველანაირი ხელოვნება შეისწავლა
  • XXXIV. ართურისა და მერლინის ბოლო შეხვედრა, ბლაზიუსის ქრონიკა, როგორ ისწავლა ყველანაირი სასწაულმოქმედი ხელოვნება მერლინის საყვარელმა ნინიანემ, და როგორ მოაჯადოვა თავად მერლინი
  • XXXV. ამბავი სერ გავეინისა, რომელიც მერლინს ეძებდა, როგორ გაიგონა მან მერლინის დარიგება და როგორ დაბრუნდა უკან