კარლო კაჭარავა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში. ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როცა ერთმანეთს ერწყმის ხელოვანი, თეორეტიკოსი და სოციალურად აქტიური ინდივიდი. საოცრად დატვირთული ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე შექმნილი აქვს ვიზუალური არტის და ტექსტების, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი რაოდენობა.
უზომო შემოქმედებით აქტივობასთან ერთად, კარლო კაჭარავა საკუთარ ცხოვრებას და ნააზრევს თითქოს სტენოგრაფიულად აღნუსხავს, რის შედეგადაც ჩნდება დღიურებისა და ჩანაწერების წყება. ამ ჩანაწერებს დღეს ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს და უზარმაზარ საკვლევ მასალას იძლევა სოციოლოგებისთვის, ისტორიკოსებისა თუ ხელოვნებათმცოდნეებისათვის. თუმცა პირველ რიგში ალბათ ეს ჩანაწერები განსაზღვრულია ინტელექტუალი მკითხველისათვის, ვისთვისაც თანაბრად საინტერესოა როგორც შემოქმედების ნაყოფი, ასევე ხელოვანის შინაგანი სააზროვნო გარემო და ქმნადობის პროცესი.
„მგზავრობის ანგელოსი“ პირველი წიგნია, რომლითაც ვიწყებთ კარლო კაჭარავას ჩანაწერებისა და დღიურების სისტემატურ გამოცემას. თითოეული წიგნი იქნება ამა თუ იმ პერიოდის ტექსტების ლოგიკური გაერთიანება. წინამდებარე წიგნი კარლო კაჭარავას „ჯარის პერიოდის“ ორი დღიურის ტექსტებს აერთიანებს.
- ყდა
- თავფურცელი
- კარლო კაჭარავა
- კარლო კაჭარავა - ამჟამად უნებლიე „ჯარისკაცი“ – ქართველი
- მგზავრობა ზღვიდან
- პატარა მოედანთან მის წასვლის შემდეგ
- * * *
- კაცი ჯვარცმასთან
- ლურჯი ქარი
- მეშვიდე ლექსი
- თეთრი სკამი
- როგორც წვიმა, როგორც ადვენტი
- ERNST LUDWIG KIRCHNER
- LOIOLA
- ძმა არმიაში [„ღარიბი სიზმრები“]
- ლოცვა [„ღარიბი სიზმრები“]
- ჯადოქრის მოწაფე
- ქალი მამაკაცის სამოსში
- დროის მოწყენილი თვალი
- საღამო იტალიაში
- სარკე [„ღარიბი სიზმრები“] (Sic!)
- წმინდანის გარეშე
- შენ მეძახი ნისლიდან
- იქნებ [„ღარიბი სიზმრები“]
- ტექსტები
- სამარყანდელი მფრინავი მათხოვარი
- რუდაქი (აბსურდული პოემა)
- გრაფფიტი ღვთის კლოუნის შესახებ
- ერთი თვით ადრე
- ნაკლებმნიშვნელოვანი
- ოქროსფერი პური
- ნორვეგიული იგავი
- „მამიკო“
- დოკუმენტური ფილმი
- * * *
- ეძღვნება კლაისტს
- მილანელი მსახიობების შესახებ
- ჩამოთვლა – I
- ჩამოთვლა – II
- მგზავრობის ანგელოსი
- ხანგრძლივი ეფემერა
- ავანგარდისტული ტექსტი
- AVAN-AVANTGARD I
- AVAN-AVANTGARD II
- ზიკკურატ. [AVAN-AVANTG.]
- თბილისი – 1980-1981
- მონოლოგი
- სქოლიო