კალათა

დეტალურად

სტატიები ემიგრაციაში გამოცემული გაზეთებიდან

კრებული

გამომცემლობა ილიაუნის გამომცემლობა

პუბლიცისტიკა

სერია „ილიას ბიბლიოთეკა“ – ქართულ კულტურაში დემოკრატიული ღირებულებების შესახებ. საოცარია, მაგრამ ამ წიგნის ტექსტები ასი წლის წინ არის დაწერილი და მაშინდელი საქართველოს პრობლემები მართლა ისე ჰგვანან დღევანდელს, რომ, უბრალოდ, დაჯერებაც კი ძნელია. თუმცა ადვილია იმის აღმოჩენა რომ სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო, უკანასკნელი ერთი საუკუნის მანძილზე ჩვენ ვერ შევძელით იმ ღირებულებების დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში, რომელთა გათავისება მაქსიმალურად დაგვაახლოვებდა თანამედროვე ევროპულ ცივილიზაციას. ჩვენის ღრმა რწმენით კი, სწორედ თანამედროვე ევროპული ცივილიზაცია არის ერთადერთი პოლიტიკური სივრცე, სადაც (ინტეგრაციის შემთხვევაში), საქართველო შეძლებს არამხოლოდ რეალური მშვიდობის მიღწევას, არამედ ნებისმიერი, მისთვის ტრადიციული და მნიშვნელოვანი ფასეულობის შენარჩუნებასაც. – დათო ტურაშვილი
  • წინასიტყვაობა - ასი წლის წინ (დათო ტურაშვილი)
  • გაზეთი „საქართველო“ პარიზი, 1903-1905 წ წ. - ქართულ თავისუფალ ორგანოს დაარსების საჭიროება
  • გაზეთი „თავისუფალი საქრთველო“ ჟენევა, 1913-1914 წ წ. - თავისუფალი საქართველო! (რედაქციისაგან)
  • დამოუკიდებელი საქართველო და ქართველი დემოკრატია
  • უბედური ნაბიჯი
  • ბიბლიოგრაფია