ქართველ ენათმეცნიერს, ლექსიკოლოგს მიხელ ჭაბაშვილს (1916-1996) მკითხველი იცნობს, როგორც უცხო სიტყვათა ლექსიკონის ავტორსა და შემდგენელს, ქართული ენის განმარტებითი და სხვა ლექსიკონების ერთ-ერთ რედაქტორს. სიცოცხლის ბოლოს მან დაწერა „მოგონებები“, სადაც ასახულია, თუ როგორ გაიარა მისმა ბავშვობამ, მოწაფეობისა და სტუდენტობის წლებმა XX საუკუნის ისტორიული მოვლენების – მძიმე 20-30-იანი წლების, მეორე მსოფლიო ომის, ომისშემდგომი წლების ფონზე. ავტორი მსუბუქი იუმორით აღწერს თბილისის ცხოვრებას სვანეთისუბნის მაგალითზე, მადლიერებით იგონებს სკოლას, პედაგოგებს, რომლებმაც გზაზე დააყენეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, მეგობრებსა და კოლეგებს, რომლებთან ერთად თითქმის მთელი ცხოვრება ქმნიდა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულს.
- წინასიტყვაობის მაგიერ
- დედა, მამა და გაგა
- სვანეთისუბანი და სვანეთისუბნელები
- დაწყებით სკოლაში
- სოფელი რუისი და რუისელები; ცოტა რამ ქიზიყსა და ქიზიყელებზე
- „მესამე საცდელში“ და მოწაფეობის დროინდელი სხვა ამბები
- უნივერსიტეტში
- ომის წლებში
- პირველი ნაბიჯები მეცნიერებაში
- არნოლდ ჩიქობავა
- ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი
- შუა და ბოლო წლები
- ფორტუნა მწყალობდა
- სქოლიო