კალათა

დეტალურად

„როდის გადაიქცევა ხოლმე ადამიანი დრაკონად? გადრაკონების ერთი გზა ზუსტად ვიცი – როცა ადამიანი ბოროტად სარგებლობს სხვა ადამიანების ნდობით. ეს არცთუ იშვიათად ხდება. ეს ბევრჯერ მოხდა ჩვენ თვალწინ. ასე მგონია, მიზეზიც ვიცი: გვინდა თუ არ გვინდა, ხშირად ადამიანებს აღვიქვამთ, როგორც საკუთარი გარემოს ნაწილს. ცენტრში ჩვენ ვართ, ისინი კი ჩვენ ირგვლივ მიდი-მოდიან. ზოგი სიმპათიურია (ჩვენთვის!), ზოგი უსიმპათიო (ისევ ჩვენთვის!); ერთი მათგანისგან უსიამოვნებებს უნდა ველოდეთ, მეორისგან – არა; ერთი ჩვენს თანამოაზრედ მიგვაჩნია, მეორე – არა. ეს არის ხშირად შეფასების კრიტერიუმი – ჩვენი პირადი დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ. შესაბამისად, მეორე ადამიანი არსებობს იმდენად, რამდენადაც ჩვენ მას ვხედავთ; საჭიროა, რამდენადაც ჩვენ გვჭირდება, ან მავნეა იმდენად, რამდენადაც ჩვენთვისაა მავნე. ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან ადვილია გადრაკონების გზაზე შედგომა, თუკი მუდმივად ფხიზლად არ იქნები და მუდმივად საკუთარ თავს არ შეახსენებ, რომ ადამიანები არსებობენ თავისთავად, ჩვენგან და ბლოგისგან დამოუკიდებლად. მათ უფლება აქვთ, იცხოვრონ ჩვენ მიღმა ან ჩვენ წინააღმდეგ.“ (ავტორის წინასიტყვაობიდან)
  • „გვეშველება რამე?“ ანუ რა ემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას
  • საით მიჰყავს მას საქართველო?
  • საით მიჰყავს მას საქართველო?
  • როგორი უნდა იყოს საქართველოს ჰიმნი – მადლიანი თუ დამადლებული?
  • ჟვანია თუ ლორთქიფანიძე?
  • წრეზე ან გზაზე
  • საქართველოს ევროპული აისი ანუ ახლა მზე დასავლეთიდან ამოდის
  • რატომ არ ჩამოდის თბილისში ასლან აბაშიძე?
  • ედუარდ შევარდნაძე – ომისა და მშვიდობის პირისპირ
  • მედლის მეორე მხარე ანუ კვერცხი უფრო ადრე გაჩნდება თუ ქათამი?
  • პოლიტიკური სამკუთხედი: შევარდნაძე-ჟვანია-სააკაშვილი
  • მოგზაურობა ასლანდიაში
  • კლასიკის უკვდავება ანუ პოლიტიკური პრაგმატიზმი და პოლიტიკური იდეალიზმი
  • რისკის სტრატეგიის გენერალი
  • ჯელსომინოს ძიებაში
  • „თქვენსგამომიშისტობის“ ფენომენი
  • შეხვედრა
  • ნოეს კიდობანი
  • გზაზე ორი კაცი მიდიოდა
  • „არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს“
  • რატომ აღარ მენდობა გიგა ბოკერია?
  • ჯორი ისევ კუმკუმაშია
  • ზღვისრეთის გამგებელი
  • ვინც არც გატყდა და არც გაიყიდა
  • „დიდი ძმის“ ხრიკები
  • პირველად იყო... ლაქა
  • რაც ამერიკაში დავინახე – იანეთელებს, ფეისბუკელებს და სხვებს
  • უგზოობაც გზაა...
  • როგორც იქნა, ომი წავაგეთ
  • არის თუ არა ჩიხში მიხეილ სააკაშვილი, ანუ ვინ იქნება შემდეგი?
  • როდის ჩატარდება შემდეგი არჩევნები?
  • სოფელი
  • ქაჯოდევოკრატია
  • „ია, მაინტერესებს, რა არის თავისუფლება?“
  • ზომიერება თუ გულწრფელობა?
  • მანიპულატორის ჰეგემონია
  • გამოხედვა მომავლიდან
  • ავთანდილის ანდერძი
  • ორი საფრთხე მიხეილ სააკაშვილისთვის
  • შეხვედრა სამშობლოსთან
  • „წასვლა სჯობს წარმავალისა, არ დაყოვნება ხანისა“
  • „ცივი“ და „ცხელი“ შეიბნენ...
  • მიშას ნიშა
  • ნდობისათვის
  • ქვეყანა, რომელშიც ფაქტი არ არსებობს