„საქართველოს იმედის“ ხატზე ორას სამოცდაათამდე წმინდანია გამოსახული. ეს სერია მოიცავს ხატზე გამოსახული ყველა წმინდანის ცხოვრებას.
ჩვენის სერიის 24-ე წიგნში გავიხსენებთ „საქართველოს იმედის“ ხატზე გამოსახულ წმინდა ექვთიმე აღმსარებელს (კერესელიძე) და მის თანამოსაგრეებს ქართული გალობის გადარჩენის საქმეში. ასევე შემოგთავაზებთ ჩვენი წმინდა მამების და პატივცემული მეცნიერების წერილებს ჩვენს უდიდეს საგანძურზე - ქართულ გალობაზე.
მომდევნო წიგნებშიც თანმიმდევრულად გაცოცხლდება თქვენს თვალწინ ქრისტიანობის ისტორია საქართველოში და ხატზე გამოსახული თითოეული წმინდანის ცხოვრება.
ყდა
თავფურცელი
ქართული საეკლესიო გალობა
წმინდა ექვთიმე კერესელიძე
ესტატე კერესელიძე. ისტორია ქართულ საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა
მაგდა სუხიაშვილი. ფილიმონ ქორიძე - ძველი ქართული საეკლესიო გალობის გადარჩენისათვის მებრძოლი
წმიდა მღვდელთმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე) ქართული გალობის აღდგენის სამსახურში
წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი ქართული გალობის სამსახურში
მაქსიმე შარაძის ცხოვრება
მონა ღვთისა მაქსიმე როსტომის ძე შარაძე
წერილები ქართულ გალობაზე - წმიდა პოლიევქტოს კარბელაშვილი