არის ცხოვრებაში მომენტები, როდესაც ადამიანი ცდილობს თავის ცხოვრებისა და მომავლის გადარჩენას და ამ ბრძოლაში იგი სულ მარტოდ-მარტოა, ვინაიდან მხოლოდ მას შეუძლია ამის გაკეთება. დახმარება არავის ძალუძს. ეს ავტობიოგრაფიული წიგნი სწორედ ამის შესახებაა. ჯეიმზ ფრეის წიგნს „მილიონ პატარ-პატარა ნამსხვრევად“ დიდი გამოხმაურება მოყვა მთელს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის წიგნის ავტორის სულისშემძვრელი აღსარება, ამბავი, თუ როგორ მოხვდა იგი 23 წლის ასაკში უკვე სრულიად განადგურებული სულიერად და ფიზიკურად, სარეაბილიტაციო ცენტრში, როგორ გაიარა მძიმე პერიოდი და გაიმარჯვა ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლაში. წიგნის გამოცემის შემდეგ იგი არაერთხელ შეხვდა ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს და მათ, ვინც პოტენციურად სარისკო ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ. ამ შეხვედრებმა იმედდაკარგულ ადამიანებს რწმენა ჩაუნერგა, რომ შესაძლებელია ამ სენის დამარცხება, ხოლო იმათ, ვინც ჯერ არ შეხებია ამ პრობლემას, დაანახა, თუ რაოდენ მძიმე შეიძლება იყოს ნარკოდამოკიდებულთა ხვედრი. სამწუხაროდ, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს ამ პრობლემისა და ამ ადამიანების მიმართ მიუღებლობა, სტიგმატიზაცია. არსებული წიგნი, შესაძლოა გახდეს წინ გადადგმული ნაბიჯი ამ დამოკიდებულების შეცვლის თვალსაზრისით.
- მკითხველს
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- 18
- 19