სამყაროში, სადაც მთავარი გმირი ცხოვრობს, ლურჯი ფერი არ არსებობს. ეს ადგილი უფრთხის და თავიდან იშორებს სუსტებს. ობოლ, ხეიბარ კირას კი დიდი საფრთხე ელის. მტრად ქცეული მეზობლების იმედად ვერ იქნება. მას დახმარების ხელს მხოლოდ ერთი ბიჭუნა უწვდის. კირა სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს! გოგონა მძიმე განაჩენისათვის ემზადება, თუმცა, მეურვეთა საბჭო მის გაწირვას არ აპირებს. კირას უბადლო ნიჭი მმართველთა კასტას შეუმჩნეველი არ დარჩენია. სწორედ ამის წყალობით უნდა გადარჩეს და უდიდეს საქმეს შეეჭიდოს. ეს პასუხისმგებლობაა, რომელსაც ვერსად გაექცევა. იწყება სიმართლისა და სინათლის ძიება... გოგონა უამრავ რამეს აღმოაჩენს და სწავლობს, რაც სამუდამოდ ცვლის მის ცხოვრებასაც და სამყაროსაც.
- რას ფიქრობს Liberteens ამ წიგნზე?
- ლუის ლოურის „ლურჯის ძიება“ – მსოფლიო გამოხმაურება
- ლურჯის ძიება
- ერთი
- ორი
- სამი
- ოთხი
- ხუთი
- ექვსი
- შვიდი
- რვა
- ცხრა
- ათი
- თერთმეტი
- თორმეტი
- ცამეტი
- თოთხმეტი
- თხუთმეტი
- თექვსმეტი
- ჩვიდმეტი
- თვრამეტი
- ცხრამეტი
- ოცი
- ოცდაერთი
- ოცდაორი
- ოცდასამი
- ლუის ლოურის ტეტრალოგია - პირველი წიგნი - გამღები
- მოკლე ინფორმაცია ავტორზე