ეს წიგნი დიდი ამერიკელი მწერლების ნოველებისა და მოკლე მოთხრობების კრებულია. მასში შესულია მსოფლიოს უპირველესი ნოველისტის ო. ჰენრისა (1862-1910) და „დაკარგული თაობის“ („Lost Generation“) პირობითი სახელწოდებით გაერთიანებული მწერალთა ჯგუფის სამი უდიდესი წარმომადგენლის შერვუდ ანდერსონის (1876-1941), ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის (1896-1940) და თომას ვულფის (1900-1938) ნაწარმოებები. ისინი ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა და ბოლო წლებში ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოქვეყნდა. რამდენიმე მათგანი შეტანილია სხვადასხვა კრებულში.
ო. ჰენრის ქართულად თარგმნილი ნოველები რამდენიმე კრებულადაა გამოცემული. წარმოდგენილი თარგმანები ავსებს და ამდიდრებს მწერლის აქამდე თარგმნილ ლიტერატურულ მემკვიდრეობას.
შერვუდ ანდერსონი მიჩნეულია ამერიკული ფსიქოლოგიური ნოველის დიდოსტატად. მისმა შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია ამერიკული ლიტერატურის განვითარებასა და ისეთ ცნობილ მწერლებზე, როგორებიცაა ერნესტ ჰემინგუეი, უილიამ ფოლკნერი, ჯონ სტაინბეკი, ჯერომ სელინჯერი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი.
ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი და თომას ვულფი წარმოდგენილია ასევე საუკეთესო ორ-ორი ნოველით, რომელთაც, ვფიქრობთ ინტერესით წაიკითხავს ქართველი მკითხველი.
- ყდა
- თავფურცელი
- ო. ჰენრი
- ქალაქის ძლევა
- ჰარგრევსის ორპირობა
- შეუფასებელი დოლარი
- არია და პოლიციის სერჟანტი
- დეტექტივის დეტექტორი
- ქალაქთა სიამაყე
- შერვუდ ანდერსონი
- სიკვდილი ტყეში
- ქალი ახალი ინგლისიდან
- ომი
- უძლურება
- ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
- სამი საათი რეისებს შორის
- მანიაკი
- თომას ვულფი
- ესპანური წერილი
- ლიტერატურის კრიტიკოსის პორტრეტი
- სქოლიო