„აღმოჩენა უცნობი ქვეყნისა, რომლის მოსახლეობა ჩვენთვის უცხო ენაზე საუბრობს, ყოველთვის მღელვარებას იწვევს. ხოლო მიგნება მწერლებისა და პოეტებისა, რომელთაც ამ ენაზე დიდი პროზა და პოეზია შეუქმნიათ, უჩვეულო განცდას ბადებს. შეხვედრა ქართველებთან და ქართულ კულტურასთან ჩვენში დიდბუნებოვან, წყნარსა და გამჭოლ სულს აღვიძებს; ვგრძნობთ, რომ საიდუმლოს ვეხებით – ბედის თანაზიარობას ადამიანთა, მწერალთა, ძველი ხალხების შვილთა შორის, რომელნიც მთელი თავიანთი ისტორიის მანძილზე თავისუფლებისა და თვითმყოფადობისათვის იბრძოდნენ, უძველეს ენებზე მოლაპარაკეთა შორის, რომელიც ცოტას თუ ესმის. ეს ინტიმური სული ამ წიგნის ფურცლებზე აღიბეჭდა და, ვიმედოვნებთ, რომ იგი ჰქრის კიდეც ფურცლებს შორის და გარეთაც ძალუმად უბერავს. ებრაულად დავწერეთ. თქვენს ქვეყანაში განცდილის თქვენთვის გადმოცემა მოხერხდა პროფ. მამუკა ბუცხრიკიძის დამსახურებით, რომელმაც წიგნი სიყვარულითა და რუდუნებით თარგმნა, გამომცემლობა „ინტელექტის“ მეოხებით, რომელმაც ის გამოაქვეყნა, და თქვენი წყალობით, ქართველებო, რომელთაც გული გაგვიხსენით, კარი გაგვიღეთ და შეგვიპატიჟეთ, თქვენი კულტურის ფაქიზსა და დაფარულ სიმებს რომ შევხებოდით“.
- ქართული სულის ისრაელელი მაძიებელნი ანუ „სულიკო“ ისრაელურად
- წინასიტყვაობა
- შესავალი
- გამგზავრება
- ბინა
- გოჩა
- ყაზბეგის ბაღი
- ჰეიდარ ალიევის ქანდაკება
- სინაგოგა „ლოცვის კარიბჭე“
- სომხური ეკლესია, ხელოვანთა ბაზრობა და მიმოზას პაბი
- წმინდა გიორგი
- ქსელის ქსელი
- შეხვედრა მარიოტში
- ერთი „ლადას“ საწარმო
- იოავ იტაიელის დიდი ბაბუა
- უიღბლობის გამო...
- ტრანსკავკასიური ლუდის მაგისტრალი
- ბარუხ მარიომა ქალაქის მთავრობას
- შინ ინტერნეტია
- როგორ გავიცანი მთაწმინდის პანთეონი
- დღე ლუდის გარეშე
- დღე საფუარის გარეშე
- მზელავი ქალბატონი
- მალინა, მალინა
- პარიზი პარიზშია
- ნავთლუღის ბაზარი
- ავადმყოფები
- გართულება
- ვეფხვების არაყი
- სატვირთო მანქანა? წყალქვეშა ნავი!
- ექსკურსია მცხეთაში
- ქორწილი, მიხეილ სააკაშვილი, მედოფი
- სამი დათვი
- კლდიდან მომდინარე წყალი
- გოჩას სიმამრი
- წითელი ზღარბი
- ორი წლის შემდეგ
- იგივე, მაგრამ სხვაგვარად
- გისოსებს მიღმა
- განახლებული შეხვედრები
- მრისხანე მეფის სახლი
- პატარა უფლისწული
- მასალა, რომლითაც სოიუზებს სამოთხეში ისტუმრებენ
- „გრუზინსკი? რუსისკი?“
- სიზმარი ლომზე
- კიდევ ერთი დღე
- და კიდევ ერთი დღე
- მთაწმინდის პანთეონი
- სესიას ფიქრები
- გოგონა ლუდს სვამს. დასვენება. საშაბათო მზადება
- მოგზაურობა მწერალთა კვალდაკვალ – მიხეილ ჯავახიშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, ილია ჭავჭავაძე
- სადღაც მინახავს...
- ექსკურსია სიღნაღში გოჩასთან ერთად
- შეხვედრა ნათიასთან, თამართან და ლელასთან ილია ჭავჭავაძის მუზეუმიდან
- დავიწყებული პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი და დაკარგული მგოსანი იოსებ გრიშაშვილი
- ვახშამი რუსი ქალების რესტორანში ან – Don’t let me down
- ვერის პარკი – Kazbegi Park
- შეხვედრა საჯარო ბიბლიოთეკაში
- პური, ფსტა და კონიაკი
- სადგურის მოედანი, დიდუბის ბაზარი, თბილისის ცენტრალური რკინიგზის ვაგზალი (თბილისი ცენტრალი)
- ვარაზის ბაღი
- „ქართული ნიეტ“
- ამირანი, ჩვილი ოქროს კბილით
- სადგური „ახმეტელის თეატრი“