კალათა

დეტალურად

ნინო თარხნიშვილი სოციალურ პროზას წერს, დოკუმენტური ფონითა და ნატურალიზმით სავსეს, სულ სხვა, ყველაზე მწარე კუთხიდან რომ დაგანახებს შენს ეპოქაში, შენს ქალაქში, შენ გვერდით თუ ათასობით კილომეტრს იქით მომხდარ მოვლენებს, რომლებსაც, როგორც წესი, „ნიუსებიდან“ ეცნობი ხოლმე. მის მოთხრობებში X ყოველთვის 3-ის ტოლია. დედა, მამა და შვილი იმ მარადიულ სამკუთხედს ქმნის, ყოფითი პრობლემებისა თუ სხვა შემთხვევების გამო ხშირად იშლება. ამ წიგნში მწერლის პოზიციაც იკითხება – მხატვრულად ასახოს რეალობა და დასვას აქტუალური საკითხები, რაც შემდგომში მკითხველის განსჯის საგნად უნდა იქცეს და ცხოვრებისეულ კუთხეში მიმწყვდეულს გზა დაანახოს. ნინო თარხნიშვილის ოდები და მინიატურები ერთგვარი ცდაა თავი მოუყაროს მწერლის ჩანაწერებს, Note-ებს, 47 ქრომოსომის მქონე ბავშვისა თუ მარტოხელა დედის განცდებს, თანამედროვე მოზარდებისა და ქალების ამბებს, დასაქმებულთა თუ უპასუხო გზავნილების ავტორთა ყოველდღიურობას.
  • 7 ამბავი ადამიანებსა და მწერებზე
    • 13 წლის გოგო, ვირთხის თათები და ვაშლი
    • ლიუკი, ფლიუკი და იუკი
    • X=3
    • ქარიშხლის მეფე და მისი ქაჩალი ცოლი
    • ალბინოსი ტარაკანა ტომი
    • ბუზის სიკვდილი
    • ლილი, ლატე და ლეა
  • ოდები
    • ოდა ჩემს 47 ქრომოსომიან მეზობელს
    • ოდა მკვდარი გოგოების დედებს
    • ოდა ოქროსმომპოვებლების ცოლებს
    • ოდა მკვდარ ქალებს
    • ოდა მეგობარ მარტოხელა დედებს
    • ოდა ჭორფლიან ნინოს
    • ოდა მშიშარა ქალებს ანუ ჩემი დამოუკიდებლობის აქტი
  • „ნიუსებს“ მიღმა
    • მკვდრის გაქცევა
    • ყანდაარელი ათი მკვდარი
    • მკვდარი იაპონელი
    • საიონარა, საყვარლებო
    • მალალა
    • მღვდლის ლოცვა ფერად ომში წასვლის წინ
    • აღწერის მოლოდინში
    • ფეშავარი - მკვდარი სკოლა
  • ნინო’S NOTES
    • ჩემი საშო შენი სახლია
    • KIBO
    • ჯარისკაცის უვარგისი ცოლი
    • გადაყლაპული კაცი
    • PUBLIC SEX
    • ერთი კაცი
    • თბილისი-ქუვეითი
    • თბილისი-მონღოლეთი
    • თბილისი-ციმბირი
    • ფრანკფურტი, ფოტოები
    • ჩემი მეზობელი წინა კორპუსიდან
    • დიდი გოგოს პატარა დედა
    • დე
    • ბავშვობის სახლი
    • სახლი, რომელსაც ვყიდი