კალათა

დეტალურად

საქართველოს იმედი (XVI). სამხრეთ საქართველო

კრებული

გამომცემლობა პალიტრა L

ფილოსოფია, რელიგია

სერია საქართველოს იმედი

ჩვენი პროექტის მე-16 წიგნი სამხრეთ საქართველოს წმინდანებს ეძღვნება. წიგნი სამნაწილიანია, პირველ ნაწილში გავიხსენებთ „საქართველოს იმედის“ ხატზე გამოხატულ ღირს მამა სერაპიონ ზარზმელს; ღირს გიორგი ზარზმელს; ღირს პავლე ზარზმელს; ღირს მიქაელ ზარზმელს; ღირს ბასილი ზარზმელს; კიდევ ერთხელ მოგითხრობთ წმინდა სერაპიონის მოძღვარზე - ღირს მიქაელ პარეხელსა და წმინდა სერაპიონის თანამედროვე მღვდელმთავარზე, წმინდა გიორგი მაწყვერელზე. წიგნის მეორე ნაწილში მოგითხრობთ წმინდა ტბელ აბუსერიძეზე. წიგნის მესამე ნაწილი ეძღვნება წმინდა მოწამეებს, ვისაუბრებთ წმინდა მოწამე ძმებზე - დავითსა და ტარიჭანზე; მღვდელმოწამე თეოდორე აჭარელზე; წმინდა მოწამე კოლაელ ცხრა ყრმაზე; დუდიყვათსა და პაპათში (თანამედ. თურქეთი) XVII-XVIII საუკუნეებში ქრისტეს სარწმუნოებისთვის მუსლიმანთაგან წამებულ 300 მხედარზე, მღვდლებსა და მართლმადიდებელ ლაზებზე; ასევე მოგითხრობთ სამხრეთ საქართველოში სარწმუნოებისთვის თავდადებულ სხვა ქართველებზე...
  • ყდა
  • თავფურცელი
  • პირველი ნაწილი
    • ცხოვრება წმინდა სერაპიონ ზარზმელისა
    • ზარზმის ტაძარი
      • ზარზმის ფერისცვალების ხატი
      • ზარზმის ღვთისმშობლის ხატი
      • ზარზმის ხატების ზუსტი ასლები
      • ზარზმელი ბერები ჰყვებიან
      • მოძღვარი - ღირსი მიქაელ პარეხელი (VII-IX)
      • პარეხი
      • სამლოცველო, საძვალე
    • წმინდა გიორგი მაწყვერელი
    • ზარზმელი წმინდანები
  • მეორე ნაწილი
    • წმინდა ტბელი აბუსერიძე
    • ხიხანის (ხირხათის) ციხე
  • მესამე ნაწილი
    • წმინდანი ორნი ძმანი დავითი და ტარიჭანი (693)
    • კოლაელი მოწამე ყრმანი
      • ცხრა ყრმა კოლაელთა სახელობის ტაძარი ვაზისუბანში
    • მღვდელმოწამე თეოდორე აჭარელი (XVIII-XIX)
    • დუდიყვათსა და პაპათში და პაპათში (თანამედროვე თურქეთი) 300 მხედარი, მღვდელნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ლაზნი ქრისტეს სარწმუნოებისთვის მუსლიმანთაგან წამებულნი (XVII-XVIII)
    • მრავალნი წმინდანი მამანი და დედანი, სამხრეთ საქართველოში წამებულნი
      • გამაჰმადიანება ლაზეთისა
      • ლივანას მოწამენი
      • ყარსი
      • ართვინის (კლარჯეთამდის) გაქრისტიანება
      • მურღულის გამაჰმადიანება
      • მაჭახელის მოწამენი
      • დანდალოს მოწამენი
      • დანდალოს გამაჰმადიანება
      • ჩაქვისა და კინტრიშ-ქობულეთის მოწამენი
      • ქობულეთის გამაჰმადიანება
      • აჭარისა და ხულოს მოწამენი
      • სოფელ ვაიოს და ქედის მოწამენი
      • სხალტის ხეობის მოწამენი
      • ოლთისის ქართველთ გამაჰმადიანება
      • არტაანის (არდაგანი) ქართველთ ისლამთან დაკავშირება
      • შავშეთის გამაჰმადიანება
      • ისლამის გავრცელება საქართველოში სად როდის დაწყებულა ზეპირის ამბების და ისტორიული ცნობების დასკვნით
      • ბოლოთქმა