კალათა

დეტალურად

თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის სათავეებთან

თამაზ ბუაჩიძე

გამომცემლობა კარპე დიემ

ფილოსოფია, რელიგია

თამაზ ბუაჩიძის მდიდარ ფილოსოფიურ მემკვიდრეობას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მისი მონოგრაფია „თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის სათავეებთან“. შოპენჰაუერის, ნიცშეს, კირკეგორის შემოქმედებაზე საუბარს აქ ორგანულად ერწყმის „სიცოცხლის ფილოსოფიის“ პრობლემების, კერძოდ კი ვ. დილთაის და ო. შპენგლერის ნააზრევის განხილვა-გაანალიზება. ეპოქის კიდევ უფრო სრულ სურათს ქმნის XX საუკუნის გამოჩენილი ფილოსოფოსების - კ. იასპერსის, მ. შპენგლერის, ა. გელენის, რ. ოიკენის ფილოსოფიური ნამოღვაწარის საფუძვლიანი ანალიზი. წიგნში განხილულმა ფილოსოფოსებმა რადიკალურად შეცვალეს გასული საუკუნის კულტურული ატმოსფერო და სათავე დაუდეს ახალ მიმდინარეობას, ახალ ხედვას არა მხოლოდ ფილოსოფიაში, არამედ ხელოვნებაში და ლიტერატურაში. მათი განსაკუთრებული ზეგავლენა დღესაც გრძელდება. დღევანდელობა წარმოუდგენელია ამ ფილოსოფოსთა ნააზრევის გათვალისწინების გარეშე. ამიტომაც თამაზ ბუაჩიძის წიგნი, რომელშიც ერთადაა თავმოყრილი ადრე ცალკე გამოცემული ნარკვევები და რომელიც გამორჩეულია აზრის ორიგინალობით და სიღრმით, ლაკონურობით და უაღრესად დახვეწილი სტილით, სასურველი საჩუქარი იქნება მკითხველთა ფართო წრისათვის.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • არტურ შოპენჰაუერი. ფრიდრიხ ნიცშე. სიორენ კირკეგორი
    • შესავალი
    • თავი პირველი. არტურ შოპენჰაუერი
      • 1. ცხოვრების გზა
      • 2. ა. შოპენჰაუერის მოძღვრების ძირითადი მიზანი და სტრუქტურა
      • 3. სამყარო როგორც წარმოდგენა
      • 4. წარმოდგენა როგორც ფილოსოფიის საწყისი
      • 5. სამყარო როგორც ნება
      • 6. იდეები, ხელოვნება, გენიოსი
      • 7. სამყაროს მიღება და უარყოფა
    • თავი მეორე. ფრიდრიხ ნიცშე
      • 1. ცხოვრების გზა
      • 2. ნიცშეს ფილოსოფიური გზა
      • 3. აპოლონური და დიონისური
      • 4. ტრაგედიის დაბადება
      • 5. ტრაგედიის სიკვდილი
      • 6. „დიონისური შემოქმედი“ და „თეორიული ადამიანი“
      • 7. „თავისუფალი გონი“
      • 8. ღმერთის სიკვდილი. ნიჰილიზმი
      • 9. ძალაუფლების ნება
      • 10. ზეკაცი. მარადიული განმეორება
    • ფრიდრიხ ნიცშე და მისი „ასე იტყოდა ზარატუსტრა“
      • 1. გზა „ზარატუსტრასაკენ“
      • 2. „ასე იტყოდა ზარატუსტრა, წიგნი ყველასათვის და არავისთვის“
      • 3. „ზარატუსტრას“ პირველი ნაწილის ძირითადი პრობლემები.
        • ღმერთის სიკვდილი, ზეკაცი და უკანასკნელი ადამიანი
        • სულის ცვალება და „მიწის“ მოღალატენი
        • ადამიანი, შემოქმედება, ღირებულება
      • 4. „ზარატუსტრას“ მეორე ნაწილის ძირითადი პრობლემები
        • ყოფიერება და დრო
        • სამყარო როგორც ნება
        • ნება, სნეულება და ხსნა
      • 5. „ზარატუსტრას“ მესამე ნაწილის ძირითადი პრობლემები
        • მარადიული განმეორება
        • უბიწო ცის ქვეშ
      • 6. „ზარატუსტრას“ მეოთხე ნაწილის პრობლემები
        • „მაღალი ადამიანები“ სტუმრად ზარატუსტრასთან
      • ლიტერატურა
    • თავი მესამე. სიორენ კირკეგორი
      • 1. ცხოვრების გზა
      • 2. ჰეგელი და კირკეგორი
      • 3. ესთეტიკური და ეთიკური
      • 4. რწმენა
    • სიცოცხლის ფილოსოფია. ვილჰელმ დილთაი. ოსვალდ შპენგლერი
      • შესავალი
      • თავი პირველი. ვილჰელმ დილთაი
        • 1. ცხოვრების გზა
        • 2.დილთაის ფილოსოფიის ძირეული ასპექტები
        • 3.დილთაის მოძღვრების გნოსეოლოგიური წანამძღვრები
        • 4. ახსნა და გაგება
        • 5. გონისმეცნიერებათა ძირეული თავისებურება
        • 6. აღწერითი და დამანაწევრებელი ფსიქოლოგიის იდეა
        • 7. გაგება და ობიექტური გონი. სად უნდა ვეძებოთ „ქართული?“
        • 8. გაგება და ჰერმენევტიკა
        • 9. დილთაი ჰერმენევტიკის პრობლემების წინაშე
        • 10. ისტორია, ადამიანი, ისტორიული გაგება
        • 11. სიცოცხლის კატეგორიები
        • 12. მსოფლმხედველობა და ფილოსოფია
        • 13. დილთაის ფილოსოფიური მოძღვრების შეფასება
      • თავი მეორე. ოსვალდ შპენგლერი
        • 1. ცხოვრების გზა
        • 2. შპენგლერი როგორც წინასწარმეტყველი
        • 3. ბუნება და ისტორია
        • 4. მსოფლიო ისტორიის მორფოლოგია
        • 5. ისტორიის ტრადიციული გაგების კრიტიკა
        • 6. კულტურის ჰაბიტუსი და ჰომოლოგიის პრინციპი
        • 7. კულტურა და ცივილიზაცია. ევროპის აღსასრული
        • 8. შპენგლერის მოძღვრების ძირეული ნაკლი. ეროვნული გონი და ეროვნული კულტურა
      • წერილები. კარლ იასპერსი. მაქს შელერი. არნოლდ გელენი. რუფოლფ ოიკენი
        • კარლ იასპერსი
        • მაქს შელერი
          • ადამიანი და გონი
          • გონის არსება
          • იდეაციის ცნება
        • არნოლდ გელენი
          • ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ძირითადი ამოცანა
          • ადამიანი, როგორც ნაკლოვანი და მოქმედი არსება
          • ა. გელენის ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ძირითადი პრინციპების კრიტიკა
        • რუდოლფ ოიკენი
      • სქოლიო