მონოგრაფიაში განხილულია სამართლის ფილოსოფიის აქტუალური საკითხები. ავტორი სავსებით მართებულად აქცევს ყურადღებას იმ გარემოებას, რომ ჩვენს თანამედროვე საზოგადოებას ისე ძლიერ მოეძალა თვითნებობა და ვოლუნტარიზმი, რომ სიტყვა სამართალი ხშირად მის საპირისპირო ცნებაში - „უსამართლობაში“ გადადის და ფაქტიურად აუფასურებს კაცობრიობის ოცნებას - ოდესმე ააშენოს სამართლებრივი და სოციალურად მოწესრიგებული საზოგადოება. განსაკუთრებით მწვავედ ეს იგრძნობა თანამედროვე საქართველოში, სადაც კანონისა და სამართლიანობის დაცვა არც უწინ ყოფილა მიღებული. „უსამართლობა“ აუცილებლობით საჭიროებს მისი ლოგიკური ფესვების ფილოსოფიურ გააზრებას, მის მოქცევას ფილოსოფიური ინტუიციისა და რეფლექსიის მუშაობაში. რა შეიძლება იყოს „ქართული უსამართლობის“ და მასთან ერთად „საერთო“ უსამართლობის მიზეზი? შესაძლებელია თუ არა მათი ფილოსოფიური ანალიზი? რა უნდა იყოს „ქართული უსამართლობის“ საფუძველი. ქართული ეროვნული აბსოლუტური თავისუფლების სიყვარული, რომელიც ვერ ეგუება კანონს, წესს და რიგს, თუ სხვა რამ? თავისუფლება, რომელიც ძევს ჩვენს ეროვნულ ხასიათში არის, ალბათ, ის თავსატეხი, რომლის გაგებაც ასე ძალიან ჭირს როგორც მტრისათვის, ასევე მოყვარისათვის. უსამართლობა სხვაგან არ არის, ის ჩვენშია, ჩვენს სამართალშია, ამიტომ გონების ჭვრეტა უპირველეს ყოვლისა ჩვენს შიგნით უნდა მივმართოთ.
- ყდა
- თავფურცელი
- შესავალი
- თავი I. სამართლის ფილოსოფია როგორც მეცნიერება
- $1. სამართლის ფილოსოფიის საგანი
- $2. სამართლის ფილოსოფია და სამართლის თეორია
- $3. სამართლის შემსწავლელ მეცნიერებათა სისტემური კლასიფიკაცია
- თავი II. სამართლის ფილოსოფია როგორც მსოფლმხედველობა
- $1. მსოფლმხედველობის გაგება
- $2. სამართლებრივი მსოფლმხედველობის ცნება
- $3. პიროვნების სამართლებრივი მსოფლმხედველობის ბაზისი
- $4. სამართლებრივი იდეოლოგიის ცნება
- $5. ლეგისტური სამართლებრივი იდეოლოგია
- $ 6. ბუნებრივსამართლებრივი იდეოლოგია
- $7. ლიბერტულ-იურიდიული იდეოლოგია
- თავი III. სამართლის ფილოსოფიის მეთოდოლოგია
- თავი IV. ყოფიერების პრობლემა სამართლის ფილოსოფიაში (ონტოლოგია)
- $1. ადამიანური ყოფიერების ცნება
- $2. ადამიანური ყოფიერება და ტრანსცენდენტურის პრობლემა
- $3. სამართლებრივი ონტოლოგია, სამართლებრივი ყოფიერების ცნება
- $4. სამართლებრივი ონტოლოგიის სახეები
- $5. პიროვნების ყოფიერება სამართლებრივი ყოფიერების სივრცეში
- თავი V. ფიქცია და სამართლებრივი შემეცნება
- $1. ფიქციის გაგება
- $2. იურიდიული ფიქციის თავისებურებანი
- თავი VI. ღირებულების მნიშვნელობა სამართლის ფილოსოფიაში
- $1. ღირებულების გაგება
- $2. გრძნობა, ღირებულება, კანონი
- თავი VII. სამართლლებრივი ფაქტისა და ჯერარსის (ნორმის) ურთიერთმიმართების პრობლემა
- თავი VIII. კანონი და პიროვნება
- თავი IX. პიროვნება და მასობრივი ადამიანი
- $1. მასა და ელიტა
- $2. მორალის და სამართლის დეჰუმანიზაცია
- თავი X. პიროვნება და თანამედროვე კულტურა
- თავ XI. დემოკრატია, ტოტალიტარიზმი, პიროვნება
- $1. დემოკრატია, თუ ტოტალიტარიზმი?
- $2. „დემოკრატიის დილემის“ თეორია და პლატონის პოლიტიკური სოციოლოგია
- არსენ ალექსანდრეს-ძე ბურჯალიანი
- სქოლიო