კალათა

დეტალურად

თომას ელიოტის მიხედვით, რელიგიური გამოცდილება ადამიანს სამყაროს მრავალფეროვნების სრული აღქმის საშუალებას აძლევს. ამ მრავალფეროვნების სრულ აღქმას ის „მსოფლშეგრძნებით მთლიანობას“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ასოციაციური აზროვნების წყალობით, პოეტი თავის წარმოსახვაში ერთმანეთთან აკავშირებს სრულიად განსხვავებულ მოვლენებს. პოეტის ცნობიერებაში ეს გამოცდილებები ყოველთვის ერთმანეთს უკავშირდება და ახალ მთლიანობას ქმნის. ამგვარი „მსოფლშეგრძნებითი მთლიანობის“ ნაკვალევი იკითხება გურამ ჯახუტაშვილის ეგზისტენციური თემებით გაჯერებულ ემოციურ პოეტურ ტექსტებშიც. შეგვიძლია მის ლექსებს „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქეც“ კი ვუწოდოთ, რადგანაც განსაკუთრებულად მძაფრ თემებზე ავტორი, თავისი „თარაზული წარმოსახვით“, პოეტური „სიმსუბუქით“ გვესაუბრება. ექსპერიმენტების სახით, კრებულში ვიხილავთ როგორც იდეოგრამული პოეზიის, ისე თანამედროვე მუხამბაზის ნიმუშებს. თუმცა ალბათ ყველაზე თვალშისაცემი ე.წ. ანჟამბემანის ხერხია, რომელსაც პოეტი მიმართავს: როდესაც დეკლამაციისას, ან კითხვისას, თვალი უწყვეტად გადადის სტრიქონიდან სტრიქონზე – უფრო მეტი ექსპრესიისთვის, ეგზისტენციალური სევდისთვის ინტენსიურობის მინიჭების მიზნით, ან, სულაც, ემოციური სიმძაფრისთვის, როდესაც თითქოს მარადიული წრებრუნვის ფერხულში ვებმებით და ყოფიერების ტრაგიკულობის შეგრძნებაც ჩვენივე განუყოფელი ნაწილი ხდება.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • * * *
  • მუხები
  • ქუჩაში ვიღაც მომყვება უკან
  • ომი
  • წერილი გარეუბნიდან
  • * * * (ეს ქვის სახლია, სახლი ბექობის)
  • ძილის წინ
  • მოურჩენელი
  • შიშის ლოგიკა
  • * * * (ღამეა! ისევ პირზე ვარ ხრამის)
  • * * * (ნახევრად მთვრალი ნახევარმთვარე)
  • მომავლის ალგებრა
  • ახალი რა ვთქვა
  • მას მერე
  • მე და თებერვალი
  • წერო პორტიდან
  • ბავშვი
  • წრეზე
  • ჩვევა
  • ნაბიჯის სტატისტიკა
  • მე. საგნები.
  • ნავები
  • პოეზია
  • * * * (ღამეა ახლა)
  • ვწერ
  • ტირე
  • თეატრი
  • აღსარება
  • რიგი
  • დრო
  • წყალი
  • ქალაქის სადგური
  • კანონზომიერება
  • მორიგი დღე
  • დრო გადის
  • სანამ შენ გძინავს
  • ზამთარი ზაფხულში
  • * * * (ვერ გამიგია, უფალო)
  • დუმილის ოთახი
  • მადლობა...
  • ფოთლის კაცი
  • * * * (კივილი, კვამლი)
  • ეჭვი
  • წითელ ტრაფარეტზე
  • სართული მეცხრე
  • უჯრა
  • * * * (მოვდივარ, ვიცი)
  • შობის მოლოდინი
  • * * * (გადაცდა თორმეტს)
  • ზარი
  • ფანჯარასთან
  • ჩემი რვეული
  • ხე
  • უბრალოდ, ის, რაც ძალიან მიყვარს
  • მთვარის მათემატიკა
  • 28
  • მიდიხარ, მაგრამ არა პირველად
  • ნატვრის ხე
  • რკინის ბავშვები
  • მუდმივი მგზავრები (ჩიტის გრაფიკი)
  • აბსურდის ბილიკი
  • ისარი
  • გოგო, ბიჭი
  • TAM. J.
  • ადამიანები
  • 8:30
  • * * * (გავიცანი უცხოეთი)
  • * * * (ჩვენი გაჩენის დღიდან)
  • გამოხედვა
  • ოქტომბერია
  • * * * (ჩემი ბინა უცხო ხალხით გადაივსო)
  • პიანისტი
  • * * * (გზა – შენ წინ რასაც ხედავ)
  • წასვლა
  • ეზო უმზეო
  • შენი თავია
  • * * * (სასაფლაოზე ქვები მილაგდა)
  • * * * (ვინ არის კაცი?)
  • შენ დღეს თევზი ხარ
  • სიყვარულის აბსტრაქცია
  • ლურჯი ნათება
  • შემოდგომის ხმოვნები
  • შენობიდან შენობაში
  • აფხაზეთი
  • ქრონოლოგია
  • კადრი აივნიდან
  • * * * (გრძნობები ფურცლებზე სიტყვებად დაშენდა...)
  • სისხლი
  • უთქმელი სიტყვა
  • საზღვრების იქით
  • * * * (გამიწყრება ხოლმე ღმერთი)
  • დროის მდინარეში
  • ელენ
  • * * * (ჩემს ბედს რა ვუთხრა)
  • ლურჯი სურვილი
  • თარო ფანჯარასთან
  • პროსპექტი ღამით
  • ავატარი
  • * * * (ჩვენ ვემსგავსებით, ვხვდები, ერთმანეთს)
  • * * * (ქარებმა ჭადრებს ფოთლები უცემეს)
  • შეგრძნება
  • * * * (აღარ მოდის ჩემი წერო, ავად არის)
  • კიბე
  • * * * (შემოდგომამ ახლა თავთან)
  • * * * (რამდენიმე გრამი პოეზიით სამშაბათს)
  • * * * (საღამოს მძაფრი სურნელი ახლავს ახლის)
  • * * * (მიდიხარ, ნისლია)
  • შემთხვევა
  • * * * (უცხო ქალი)
  • რას ვიფიქრებდი...
  • * * * (შენი ხეები კენტია)
  • ცივი სითბო
  • * * * (ზღვა უხეშია, ზღვა პირდაპირი!)
  • მე და შენ, ღმერთო, წერო და ქვიშა
  • * * * (მე და შენ)
  • * * * (მე ვუბრუნდები მშობლიურ თბილისს)
  • * * * (ატაცებული ჰყავდი მოლოდინს)
  • * * * (ერთი შეხედვით)
  • თავისუფლების ციხეები
  • * * * (ტალღები, ტალღები, ტალღები)
  • * * * (აწვიმს ეზოებს)
  • * * * (უძირო და ობიან სიზმრების ჭაობიდან)
  • * * * (ვაღიარებ...)
  • * * * (ოცდამეერთე საუკუნის ვიწრო კიჩოზე)
  • კუთხე
  • * * * (წვიმდა თანაბრად)
  • კიდევ მზე
  • * * * (ღმერთო, შენში ჩემს საფიქრალს იტოვებდი)
  • მეთევზეები
  • * * * (ბედისწერაა, ფიქრებში როცა)
  • * * * (შენ გეღვიძება სისხამ)
  • ისტორიაა
  • * * * (ელენ, წვიმს!)
  • სახლიდან სახლში
  • * * * (ვდგავარ გარეთ)
  • * * * (დრო გადის)
  • * * * (ჯვარი დამივარდა...)
  • * * * (პირველი სხივი და თვალებს ახელს...)
  • * * * (მოულოდნელად მოეჩვია მერცხალი რაფას)
  • * * * (დღეს, მერამდენედ)
  • * * * (ასე ვარ ყოველ ახალ წელიწადს)